ბარსა: დიდი პრობლემები დაცვაში
მორიგი, რიგით მესამე ელ კლასიკოს გამართვამდე ჩნდება ერთი კითხვა – ვინ უნდა ითამაშოს კატალონიელთა დაცვის მარცხენა ფლანგზე ?
ერიკ აბიდალის თამაში გამორიცხულია, ის 100%-ით ვერ ითამაშებს ამ
სეზონში. იყო ადრიანო, რომელმაც ტრავმა მიიღო ესპანეთის თასის ფინალში და
ახლა დაახლოებით ერთი თვე ის ვერ დაეხმარება კლუბს. დარჩა კიდევ ერთი
ბრაზილიელი – მაქსველი, მაგრამ მასაც პრობლემები აქვს. კლუბის ოფიციალური
საიტი იტყობინება რომ ფეხბურთელს საზარდულის კუნთის დაჭიმულობა აქვს.
არის ასევე ცენტრალური მცველი – გაბი მილიტო, რომელსაც ასევე ტრავმა
აქვს. პეპ გუარდიოლას ერთი ვარიანტი დარჩა
...
კითხვის გაგრძელება »
Views: 835 |
Added by: cotne_rati |
Date: 25-აპრილში-11
|
|
მონაკოში რეგულირებად ფრთებს აკრძალავენ24.04.2011 05:30
არაა გამორიცხული, რომ საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA),
მონაკოს დიდი პრიზის დროს, რეგულირებადი უკანა ფრთის გამოყენება დროებით
აკრძალოს. ამის საბაბი კი უსაფრთხოება იქნება - ქალაქ-სახელმწიფოს ვიწრო,
მოსახვევებიან ქუჩებში, ასეთი ფრთის გამოყენება ზოგიერთ მრბოლს სახიფათოდ
მიაჩნია.
თუმცა, მათი მთავარი არგუმენტი ისაა, რომ მონაკოს ქუჩებში არაა საკმარისი
სიგრძის სწორი მონაკვეთები, რომლებზეც შესაძლებელი იქნება ამ ელემენტის
ეფექტურად გამოყენება. აქედან გამომდინარე, ის აზრს კარგავს. ესეც რომ არა,
თავისუფალ პრაქტიკებსა და კვალიფიკაციაზე, რეგულირებადი უკანა ფრთა
რბოლებს
...
კითხვის გაგრძელება »
Views: 592 |
Added by: cotne_rati |
Date: 25-აპრილში-11
|
|
კუბიცამ ჰოსპიტალი დატოვა25.04.2011 02:01
„რენოს" პოლონელი მრბოლი რობერტ კუბიცა, იტალიის ქალაქ სანტა კორონას
ჰოსპიტალიდან გამოეწერა, სადაც რალის რბოლაში მომხდარი ავარის შემდეგ, 11
კვირა გაატარა. გამოწერის მიუხედავად, ჯერ ცნობილი არაა, შეძლებს თუ არა
თავისი სარბოლი კარიერის გაგრძელებას.
„რობერტ კუბიცამ პიეტრა ლიგურეს სანტა კორონას ჰოსპიტალი დატოვა. მისი
ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია და ახლა რეაბილიტაციის მეორე ეტაპის
დაწყება შეუძლია, რისთვისაც ჰოსპიტალში მისი დარჩენა საჭირო არ იყო. თუმცა,
მისი მკურნალი ექიმები კვლავაც მიაქცევენ ყურადღებას" -
...
კითხვის გაგრძელება »
Views: 628 |
Added by: cotne_rati |
Date: 25-აპრილში-11
|
|
ტიტულს ვერცერთმა ვერ უწია24.04.2011 14:50 მაკა ჩახნაშვილმა 25-ათასიანი ტურნირის ნახევარფინალში გასვლისთვის 24 სარეიტინგო ქულა მიიღო
ქართველმა ჩოგბურთელებმა მიმდინარე კვირა ყოჩაღად კი დაიწყეს, მაგრამ
ფინიშამდე გასვლა ვერცერთმა ვერ მოახერხა. მიზანთან ყველაზე ახლოს სოფო
ქვაცაბაია გახლდათ, რომელმაც უზბეკეთის ქალაქ კარშის 10-ათასიანი ტურნირის
ფინალში გააღწია, იქ კი რუს ეკატერინა იაშინასთან 2:6, 3:6 დამარცხდა.
ქვაცაბაიამ რეიტინგში 8 ქულა შეიმატა.
იტალიის ქალაქ ჩივიტავეკიაში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის
ნახევარფინალში, ესპანელ მარია-ტერესა ტორო-ფლო
...
კითხვის გაგრძელება »
Views: 625 |
Added by: cotne_rati |
Date: 25-აპრილში-11
|
|
ნაცნობი ფინალი ნაცნობი სცენარით25.04.2011 00:23 რაფა ნადალი პრიზების აწევით "დაიღალა”
რაფა ნადალმა ჯერ კიდევ ბარსელონას Barcelona Open Banc Sabadell-ის
ნახევარფინალში გამარჯვებით მოახერხა მნიშვნელოვანი შედეგის ჩვენება. საქმე
ისაა, რომ ხორვატ ივან დოდიგთან მატჩში, მან პროფესიული კარიერის მეხუთასე
მოგება იზეიმა და ჩოგბურთის ისტორიაში ამ მაჩვენებლით მხოლოდ ლეგენდარულ
ბიორნ ბორგს ჩამორჩება. მოგეხსენებათ, "მალიორკელი ბუღა” 24 წლისაა,
სკანდინავი კი თავისი მეხუთასე წარმატების მომენტში 23 წლისა და შვიდი
თვისა გახლდათ. "ხუთასი მოგება ბევრია. დ
...
კითხვის გაგრძელება »
Views: 607 |
Added by: cotne_rati |
Date: 25-აპრილში-11
|
|
ტატიშვილის ახალი სიმაღლე25.04.2011 14:01 ანა ტატიშვილი ასეულისკენ მძიმედ, მაგრამ დამაჯერებლად მიიწევს
ანა ტატიშვილმა ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში ახალი
სიმაღლე დაიპყრო. 21 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა 636 ქულა დააგროვა და
კლასიფიკაციაში 108-ე ადგილზე გადაინაცვლა, რაც მისი კარიერისთვის
საუკეთესო მაჩვენებელია. ცნობისთვის, მე-100 საფეხურზე მყოფი მირიანა
ლუჩიჩის (ხორვატია) აქტივში 661 ქულაა.
რეიტინგში ტატიშვილის გარდა, შვიდი ქართველი გოგონა მოხვდა, რომელთა მაჩვენებლები დიდად არ შეცვლილა: 108
(109). ანა ტატიშვილი – 636 ქულა; 19
...
კითხვის გაგრძელება »
Views: 613 |
Added by: cotne_rati |
Date: 25-აპრილში-11
|
|
მხოლოდ "მონპელიე” დაიჩაგრა24.04.2011 21:08 ზირაქაშვილი და მისი "კლერმონი” მეტოქის დამარცხებას ზეიმობენ
საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარული დივიზიონის - Top 14-ის რეგულარული
პირველობის ბოლოსწინა ტური, წარუმატებელი ქართველი ლეგიონერების მხოლოდ
ერთი გუნდისთვის, "მონპელიესთვის” აღმოჩნდა. ახლა მის მოთამაშეებს დასკვნით
ტურში უშუალო კონკურენტ "ტულონის” დამარცხება მართებთ და ამასთან, სხვა
მატჩებზეც მოუწევთ თვალის დევნება.
XXV ტურის პირველ შეხვედრაში, აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის
"კასტრმა” მარტო თავისი კი არა, სხვების საქმეც გააკეთა და საუკეთესო
ექვსეულში მოხვედრის პრეტენდენტი "ბიარიცი” 16:13 დასცა. ამით ის საკუთარ
მოედანზე სეზონში დაუმარცხებ
...
კითხვის გაგრძელება »
Views: 587 |
Added by: cotne_rati |
Date: 25-აპრილში-11
|
|
მწვრთნელიც დაკარგეს და მეორე ადგილიც25.04.2011 04:47 გიორგი შერმადინი "კრკასთან” ოთხ ქულასა და ამდენივე მოხსნას დასჯერდა
მთავარი მწვრთნელის პოსტიდან იურე ზდოვცის წასვლის შემდეგ, პირველი მარცხი
განიცადა ლიუბლიანის "ოლიმპიამ”. ხსენებული სპეციალისტი, სლოვენიურ კლუბს
2008 წლის დეკემბრიდან ავარჯიშებდა და საკმაოდ ანგარიშგასაწევ ძალადაც
აქცია, თუმცა, თანამდებობის დატოვება თავად გადაწყვიტა და დროებით თავკაცად
ასისტენტი - მირო ალილოვიჩი დატოვა.
ახალი დამრიგებლის ხელში, გიორგი შერმადინისა და ვლადიმერ ბოისას კლუბი
სლოვენიის ჩემპიონატში უ
...
კითხვის გაგრძელება »
Views: 607 |
Added by: cotne_rati |
Date: 25-აპრილში-11
|
|
ჰოუქსმა” ზაზას გარეშეც იმარჯვა25.04.2011 14:34 ”ატლანტას” ამჯერადაც ჯამალ კროუფორდმა ულიდერა
დისკვალიფიცირებულების – ზაზა ფაჩულიასა და ჯეისონ რიჩარდსონის გარეშე
მოთამაშე "ატლანტა ჰოუქსმა” და "ორლანდო მეჯიქმა” აღმოსავლეთ კონფერენციის
პირველი რაუნდის მე-4 მატჩი ჩაატარეს, გამარჯვებული კი კვლავაც ქართველი
ცენტრის კლუბი გამოვიდა. ჯორჯიელებმა ფლორიდელებს 88:85 სძლიეს და სერიაში
3:1 დაწინაურდნენ, ამდენად, საბოლოო წარმატებამდე ერთი მოგებაღა უკლიათ.
შეგახსენებთ, რომ ფაჩულია და ორლანდოელთა ამერიკელი ფორვარდი გასულ
შეხვედრაში წაკინკლავებისთვის ერთმატჩიანი უქმობით დასაჯეს, რაც
გუნდებისთვის საგრძნო
...
კითხვის გაგრძელება »
Views: 591 |
Added by: cotne_rati |
Date: 25-აპრილში-11
|
|
„სევილია" ევროპის ლიგის საგზურს მიუახლოვდა25.04.2011 04:02
ლა ლიგის 33-ე ტურის გუშინდელმა მატჩებმა მასპინძელი გუნდების
უპირატესობით ჩაიარა. 6 შეხვედრიდან, 5-ში მასპინძლებმა მოიგეს, ერთში კი,
გამარჯვება სტუმრებს დარჩათ.
როგორც მოსალოდნელი იყო, საკუთარ კედლებში მოთამაშე გუნდს დარჩა 3 ქულა
დღის ცენტრალურ მატჩში. „სევილია" ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძვის,
ხოლო „ვილიარეალს", მე-3 ადგილი უკვე ფაქტობრივად განაღდებული აქვს და
გარდა ამისა, ხუან კარლოს გარიდოს შეგირდებს, წინ ევროპის ლიგის
1/2-ფინალური მატჩი ელით. სწორედ ამიტომ, გასაკვირი სულაც არ ყოფილა,
სტუმრებმა მატჩში გადახალისებული შემადგენლობით რომ დაიწყეს.
შეხვედრა 9 წუთის დაწყებ
...
კითხვის გაგრძელება »
Views: 587 |
Added by: cotne_rati |
Date: 25-აპრილში-11
|
|
ანანიძე მწყობრშია25.04.2011 14:48 ანანიძე (ბურთით) სრული დატვირთვით ვარჯიშს შეუდგა
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ,
მოსკოვის "სპარტაკის” ძირითად შემადგენლობასთან ერთად ვარჯიში სრული
დატვირთვით განაახლა.
ამის შესახებ, საფეხბურთო კლუბ "სპარტაკის” ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.
კოჭის ტრავმის მორჩენის შემდეგ, ანანიძემ "სპარტაკში” პირველად პარასკევს
ივარჯიშა, მაგრამ სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, ძირითად
შემადგენლობასთან ერთად, მოედანზე მხოლოდ წვრთნის გარკვეული პერიოდი დაჰყო.
მოსკოველთა პრეს-სამსახურის ცნობით, ქართველი სრული დატვირთვით რამდენიმე
დღეში ივარჯიშებდა და მართლაც, დღეს, ვალერი კარპინს ანანიძე
...
კითხვის გაგრძელება »
Views: 613 |
Added by: cotne_rati |
Date: 25-აპრილში-11
|
|
მეთოფეებმა იარაღი დაყარეს
ოუენ კოილის შეგირდებმა მოულოდნელად დაამარცხეს ლონდონის
არსენალი საკუთარ მოედანზე. ამ წაგებით მეთოფეებმა პრაქტიკულად დაკარგეს
ჩემპიონობის შანსი.
ბოლტონი 2:1 არსენალი
გოლები: სტარიჯი 38, კოენი 90 – ვან პერსი 49
ბოლტონი: იასკელაინენი, სტეინსონი, კეჰილი, ნაითი, რობინსონი, ლი,
მაუმბა (დევისი), ტეილორი, ელმანდერი (კლასნიჩი), დევისი, სტარიჯი (კოენი).
არსენალი: შესნი, სანია, ჯურუ, კოშიელნი, კლიში, სონგი (შამახი),
უილშირი (რემსი), ფაბრეგასი, უოლკოტი (არშავაინი), ნასრი, ვან პერსი.
Views: 622 |
Added by: cotne_rati |
Date: 25-აპრილში-11
|
|
ფეინოორდმა პსვ-ს სამაგიერო გადაუხადა, აიაქსი უკვე მეორე
მართალია არა იმ ანგარიშით, მაგრამ ფეინოორდმა მაინც აიღო რევანში და მძიმედ დაარტყა საჩემპიონო ამბიციების მქონე პსვ-ს.
ფეინოორდი 3:1 პსვ
გოლები: ვეინალდუმი 27, 63, კასტენიოსი 79 – ტოივონენი 60
ფეინოორდი: მიულდერი, დე ვრეი, ვლაარი (ბაია 46), მოკოტჟო, მარტინს
ინდი, მიუვისი, ფერი, ვეინალდუმი, ბისესვარი (შიმონი 87), მიაიჩიჩი,
კასტენიოსი (ლარსენი 80)
პსვ: ისაქსონი, მანოლევი, მარსელო, ბოუმა, პიტერსი, ენგელაარი, ბაკალი
(ბერგი 75), ჰათჩინსონი (ტოივონენი 46), ჯუჯაკი (ვუიტენსი 87), ლაბიადი,
ლენსი
Views: 609 |
Added by: cotne_rati |
Date: 25-აპრილში-11
|
|
ატლეტიკომ ლევანტე გაანადგურა
ატლეტიკოს ევრო თასებზე სათამაშო პერსპექტივის გასამტკიცებლად
დღევანდელი მატჩის მოგება სჭირდებოდა. საბოლოოდ ასეც მოხდა და
დედაქალაქელებმა მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში.
ატლეტიკო 4:1 ლევანტე
გოლები: ელიასი 18, აგუერო 50, 70 (პენალტი), მუნუ 83 (ავტოგოლი) – კაისედო 39 (პენალტი)
ატლეტიკო: დე ხეა, უიფალუში, პერეა, დომინგესი, ფილიპე ლუისი, მარიო
სუარესი (ასუნსაო 81), ხუანფრანი (ფორლანი 72), ელიასი, რაულ გარსია,
აგუერო, დიეგო კოშტა
ლევანტე: მუნუა, ხავი ვენტა, ბალეშტეროსი, ნანო, ხუანფრანი, იბორა, ხავი
ტორესი, მონტერო (ხისკო 72), ვალდო, ხუანლუ (ხისკო ნადალი 20), კაისედ
...
კითხვის გაგრძელება »
Views: 588 |
Added by: cotne_rati |
Date: 25-აპრილში-11
|
|
ნოიერმა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის წინ ისაუბრა
უკანასკნელად, როცა გელზენკირხენელები ჩემპიონთა ლიგაში მსგავსი
მასშტაბის მქონე მატჩს თამაშობდნენ, მანუელ ნოიერი ჯერ კიდევ ბურთების
მიმწოდებელი ბიჭი იყო. იგი აღტაცებით შესცქეროდა, თუ როგორ დაამარცხა
"პორტუმ” 2004 წლის ლიგის ფინალში "მონაკო”.
ახლა ნოიერი გერმანიის ნაკრების პირველი მეკარეა და სამშაბათს ჩემპიონთა
ლიგის 1/2 ფინალში მოუწევს "მანჩესტერ იუნაიტედი” წინააღმდეგ თამაში.
რამდენი რამ მოხდა მანუს ცხოვრებაში ამ 7 წლის მანძილზე და უცნაურია,
რომ მას კვლავ ახსოვს 2004 წლის ფინალი. როგორც ჩანს, ემოციები იმდენად
ძლიერი იყო, რომ მოზარდის გონებაში მუდამ დარჩება. "მინდორზე ვიდექი,
-იხსენებს ნოიერი. -მაგრამ მაშინ მხოლოდ ოცნება შემეძლ
...
კითხვის გაგრძელება »
Views: 584 |
Added by: cotne_rati |
Date: 25-აპრილში-11
|
|
ბერბატოვი შალკეს წინააღმდეგ ვერ ითამაშებს
ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/2 ფინალურ შეხვედრაში ბულგარელი თავდამსხმელი დიმიტარ ბერბატოვი მონაწილეობის მიღებას ვერ შესძლებს.
საზარდულის კუნთის დაჭიმულობის გამო ბერბატოვმა პრემიერ ლიგის ბოლო
მატჩი, ევერტონის წინააღმდეგ ვერ ითამაშა, როგორც ჩანს ის ხვალაც ვერ
ითამაშებს შალკეს წინააღმდეგ – ბულგარელი არ შეინიშნებოდა ემიუს
ფეხბურთელების რიცხვში, რომლებიც დღეს გელზენკირხენში ჩაფრინდნენ.
სამაგიეროდ თამაშისთვის მზად არიან ვიდიჩი და სმოლინგი, რომლებმაც დაისვენეს ევერტონის წინააღმდეგ შეხვედრაში.
Views: 622 |
Added by: cotne_rati |
Date: 25-აპრილში-11
|
|
სევილიამ სანახაობრივ მატჩში ვილიარეალი დაამარცხა
ბრწყინვალე მატჩი შემოგვთავაზეს ანდალუსიელებმა და ლევანტელებმა
სანჩეს პისხუანზე. მატჩში 5 გოლი გავიდა, საბოლოოდ გამარჯვება კი
მასპინძლებმა მოიპოვეს.
სევილია 3:2 ვილიარეალი
გოლები: რაკიტიჩი 9, ნეგრედო 14, რომარიკი 62 – მარჩენა 56, როსი 72
სევილია: ხავი ვარასი, კასერესი, ფასიო, ესკუდე, ნავარო, ზოკორა,
რაკიტიჩი, პეროტი, კაპელი (რენატო), როდრი (რომარიკი), ნეგრედო (კონე)
ვილიარეალი: ლოპესი, მარიო, მუსაჩიო (კანი), მარჩენა, კატალა, ბრუნო, მატილია, კასორლა, ვაკასო, ნილმარი (როსი), რუბენი (სისინიო)
გაძევება: მარჩენა 85
გაფრთხილება: ზოკორა, რაკიტიჩი, რომარიკი – მუსაჩიო, მარიო, მარჩენა<
...
კითხვის გაგრძელება »
Views: 607 |
Added by: cotne_rati |
Date: 25-აპრილში-11
|
|
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს
მედალი მოიპოვა. ავსტრიელი სპეციალისტის, პიტერ ზაიზენბახერის გაწვრთნილმა
გუნდმა სტამბოლური ევროპირველობის დასკვნით დღეს, რეპეშაჟის ფინალში
ესტონეთი 5:0 დაამარცხა.
გადამწყვეტ ორთაბრძოლამდე ქართველებმა 2 შეხვედრა ჩაატარეს. იმის გამო,
რომ გუნდურ ჩათვლაში მონაწილეობის სურვილი მხოლოდ თორმეტმა ქვეყანამ
გამოთქვა, 4 მათგანი წილისყრამ პირდაპირ მე-2 წრეში – მეოთხედფინალში
განთესა. იღბლიანებში საქართველოს ნაკრებიც მოხვდა. მასთან ჭიდაობის
უფლების მოსაპოვებლად კი ერთმანეთის პირისპირ გერმანია და მ
...
კითხვის გაგრძელება »
Views: 596 |
Added by: alooo |
Date: 25-აპრილში-11
|
|
|