მთავარი » 2011 » აპრილი » 27

დორტმუნდი შაჰინს მინიმუმ 20 მილიონად გაყიდის

128068[1]

დორტმუნდელებმა გუნდის ერთ-ერთი ლიდერის სატრანსფერო ფასი დაასახელეს. კლუბის პრეზიდენტმა ჰანს-იოაჰიმ ვაცკემ განაცხადა, რომ ფეხბურთელით არავინ ყოფილა დაინტერესებული და გავრცელებული ხმები რომ თითქოსდა მადრიდის რეალი თურქი ფეხბურთელის შეძენას ცდილობდა მხოლოდ ჭორი იყო.

"ჯერჯერობით კონკრეტული შემოთავაზებები არ ყოფილა. ჩვენ ის გუნდი არ ვართ, რომელიც ლიდერებს თეთრებში ყიდის. თუ სერიოზული შემოთავაზება გაკეთდება, მაშინ სიამოვნებით დავფიქრდებით. შაჰინისთვის არანაკლებ 20 მილიონს ვითხოვთ.” – განაცხადა ბორუსიას პრეზიდენტმა.

Views: 584 | Added by: cotne_rati | Date: 27-აპრილში-11 | Comments (0)

ტაივო ზაფხულში მილანის ფეხბურთელი გახდება ?!

taiwo-marseille[1]

ფრანგული L’Equipe-ის ცნობით მარსელის ოლიმპიკის ასევე ნიგერიის ნაკრების მცველმა და იტალიურმა კლუბმა მილანმა მიაღწიეს შეთანხმებას ტრანსფერის შესახებ.

მიმდინარე სეზონის ბოლოს 26 წლის ფეხბურთელს ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი ეწურება, ამიტომ ის თავისი გადაწყვეტილებით აირჩევს ახალ კლუბს. გავრცელებული ინფორმაციით ტაივო მილანთან სამ წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

Views: 652 | Added by: cotne_rati | Date: 27-აპრილში-11 | Comments (0)

სნეიდერი ინტერში ბედნიერია

sneijder-inter-milan1-300x169[1]

ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა განაცხადა, რომ ის "ინტერში თავს საკმაოდ ბედნიერად გრძნობს და არსად გადასვლას არ აპირებს, მიუხედავად მისდამი დიდი ინტერესისა, რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედი” იჩენს.

პრესა ძალიან აქტიურად განიხილავს სნეიდერს, როგორც სერ ალექს ფერგიუსონის მთავარ სამიზნეს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს. ამის შესახებ სნეიდერს ერთ-ერთი ჰოლანდიური რადიო გამოესაუბრა.

"მინდა თუ არა მე "მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლა? ეს შესანიშნავი კლუბია, მაგრამ მე თავს მშვენივრად ვგრძნობ "ინტერში” და არსად გადასვლას არ ვგეგმავ.” – განაცხადა ჰოლანდიელმა.

ამ დროს ეთერში, ... კითხვის გაგრძელება »

Views: 587 | Added by: cotne_rati | Date: 27-აპრილში-11 | Comments (0)

ლუკასი მზადაა ძირითადისთვის საბრძოლველად

Lucas-Leiva-300x187[1]

"ლივერპულის” ბრაზილიელი ნახევარმცველი ლუკას ლეივა აცხადებს, რომ მას არ აშინებს კონკურენცია და მზად არის შემდეგ სეზონში ძირითად შემადგენლობასი ადგილის მოსაპოვებლად იბრძოლოს.

ბრაზილიელი, რომელმაც ახლახანს "ლივერპულთან” ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, თვლის, რომ თავისი თამაშით მან დაუმტკიცა ყველას, რომ ის ძირითადის ფეხბურთელია. ლუკასმა ყველანაირ კრიტიკას ბოლო მოუღო, რომელის მის მიმართ იყო გაჟღერებული. მისი აზრით, წლევანდელი სეზონი საუკეთესო მისთვის, მას შემდეგ რაც ის "ლივერპულში” გადავიდა 2007 წელს, "გრემიოდან”.

"მე ახალ კონტრაქტს ხელს არ მოვაწერდი, თუ კლუბი თვითონ არ იქნებოდა ჩემით დაი ... კითხვის გაგრძელება »

Views: 610 | Added by: cotne_rati | Date: 27-აპრილში-11 | Comments (0)

ედინ ჯეკოს ახალი ეტაპი

128093

პრემიერლიგის 34-ე ტურში ”მანჩესტერ სიტი” ”ივუდ პარკზე” ”ბლექბერნს” სტუმრობდა და მინიმალური სხვაობით – 1:0 დაამარცხა მეტოქე. მატჩის ერთადერთი გოლი კი ბოსნიელი თავდამსხმელის ედინ ჯეკოს ანგარიშზეა, რომელიც ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გადავიდა ისტლენდზე. 25 წლის ფორვარდი ამბობს:

”რაღა თქმა უნდა, მოხარული ვარ იმით, რომ გუნდმა არც ისე ადვილ შეხვედრაში სწორედ ჩემი გოლით მოიგო. ეს თამაში ბოლო თვეების მანძილზე ჩატარებულ მატჩების მსგავსად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო.

რაც შეეხება ჩემს კარიერას, სიხარულით განვაცხადებ, რომ ამით ”სიტიში” ჩემი კარიერის ახალი ეტაპი იწყება”.

ალექს ფერგიუსონი: ზამთრის შესვენება საჭიროა!

... კითხვის გაგრძელება »

Views: 583 | Added by: cotne_rati | Date: 27-აპრილში-11 | Comments (0)

ვან დერ საარი აიაქსში ბრუნდება?

APTOPIX Britain Soccer Champions League

კარიერის დასრულების შემდეგ ”მანჩესტერ იუნაიტედის” გოლკიპერი ედვინ ვან დერ საარი შესაძლოა მშობლიურ კლუბ "აიაქსში” მეკარეთა მწვრთნელად დაბრუნდეს.

ამსტერდამული კლუბის ამჟამინდელმა თავკაცმა ფრანკ დე ბურმა 40 წლის ვეტერანს წინადადება უკვე შესთავაზა, მაგრამ ის მის მიღებას არ ჩქარობს.

შესაძლოა, ედვინმა ”აიაქსთან” კონტრაქტს ხელი ამ ზაფხულს მოაწეროს, მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ ის ერთწლიან შესვენებას აიღებს და ჰოლანდიელთა წინადადებას მხოლოდ მას შემდეგ განიხილავს. ჰოლანდიური გრანდის ერთ-ერთი წარმომადგენელი კი ამბობს:

”შესაძლოა, ვან დერ საარმა ”აიაქსთან” კონტრაქტი უკვე ამ ... კითხვის გაგრძელება »

Views: 603 | Added by: cotne_rati | Date: 27-აპრილში-11 | Comments (0)

ფოსტერი ერთ კვირაში დაბრუნდება

BenFoster[1]

"ბირმინგემ სიტის” ნომერ პირველი მეკარე, ბენ ფოსტერი სავარაუდოდ ერთ კვირაში დაბრუნდება.

მან ტრავმა "ლივერპულის” მეორე გოლის დროს მიიღო. ამის გამო, ალექს მაკლიშს პირველი ტაიმის მიწურულს მისი შეცვლა მოუწია. ის მატჩი კი "ბირმინგემისთვის” კატასტროფული შედეგით, 5:0, დასრულდა. თუცმა მედიკოსთა აქტიური მუშაობის წყალობით ინგლისელი მეკარე ერთ კვირაში მწყობრში იქნება. "წელს მან უდიდესი პროგრესი განიცადა.” – განაცხადა ალექს მაკლიშმა. "ჩვენ ძალიან ვწუხდით მისი ტრავმის გამო, თუმცა საბედნიეროდ ის სერიოზულად არ დაშავებულა და იმედი მაქვს "ვულვერჰემპტონთან” მატჩში ის გუნდის დახმარებას შეძლებს.”

შეგახსენებთ, რომ "ვულვზთან” მატჩი ... კითხვის გაგრძელება »

Views: 628 | Added by: cotne_rati | Date: 27-აპრილში-11 | Comments (0)

გიბსონის გახსნა და დახურვა

d4417f6d1dd90ad673b6d0e0321d3af8

„მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელთაგან სოციალურ ქსელ „ტვიტერში" თავისი გვერდი ბოლოს 23 წლის დარონ გიბსონიმა გახსნა, მაგრამ… ორ საათში დახურა კიდეც. მიზეზი: საკუთარმა ფანებმა გინება დაუწყეს.

ბევრჯერ დაგვიწერია, რომ „ტვიტერში" მანჩესტერელთაგან რიო ფერდინანდი აქტიურობს. სწორედ მან გაუწია გიბსონს აგიტაცია. ირლანდიელმა ეგრეთწოდებული ექაუნთი ამ დღეებში, „იუნაიტედის" გელზენკირხენში ჩასვლისთანავე გახსნა, მაგრამ DGibbo28-ს არსებობა შუადღემდე ეწერა. კერძოდ, რომელმა მესიჯმა აიძულა გიბსონი ექაუნთი გაეუქმებინა ცნობილი არ არის, მაგრამ მისთვის მიწერლ წერილთა შორის იყო: „წაეთრიე კლუბიდ ... კითხვის გაგრძელება »

Views: 606 | Added by: cotne_rati | Date: 27-აპრილში-11 | Comments (0)

ჩელსი დაიცდის

4481c99f22830ba74aede0f1132de3f3

როგორც ჩანს ბრაზილიელი ვარსკვლავბიჭუნა ნეიმარის ყიდვა ინგლისის ჩემპიონ „ჩელსის" ცოტა ხნით კიდევ გადაედება. „სანტოსის" თავდამსხმელმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „ლურჯების" გუნდში გადასვლას არ აპირებს.

19 წლის ფეხბურთელი, რომელმაც, ამასწინათ, ლონდონის „ემირეიტ სთედიუმზე" ბრაზილიისა და შოტლანდიის ნაკრებთა ამხანაგურ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა (ბრაზილიამ 2:0 მოიგო), „ჩელსის" გარდა „ბარსელონასა" და „იუვენტუსსაც" მოსწონს. თუმცა, ვარსკვლავი ამბობს, რომ ამწუთას მისი გონება ზაფხულში, არგენტინაში გასამართი „კოპა ამერიკით" არის დაკავებული.

„სერია A? ნამდვილად არ ვიცი რა მელის მომავალში ... კითხვის გაგრძელება »

Views: 574 | Added by: cotne_rati | Date: 27-აპრილში-11 | Comments (0)