მთავარი » 2011 » აპრილი » 27 » ვან დერ საარი აიაქსში ბრუნდება?
11.50.55
ვან დერ საარი აიაქსში ბრუნდება?

ვან დერ საარი აიაქსში ბრუნდება?

APTOPIX Britain Soccer Champions League

კარიერის დასრულების შემდეგ ”მანჩესტერ იუნაიტედის” გოლკიპერი ედვინ ვან დერ საარი შესაძლოა მშობლიურ კლუბ "აიაქსში” მეკარეთა მწვრთნელად დაბრუნდეს.

ამსტერდამული კლუბის ამჟამინდელმა თავკაცმა ფრანკ დე ბურმა 40 წლის ვეტერანს წინადადება უკვე შესთავაზა, მაგრამ ის მის მიღებას არ ჩქარობს.

შესაძლოა, ედვინმა ”აიაქსთან” კონტრაქტს ხელი ამ ზაფხულს მოაწეროს, მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ ის ერთწლიან შესვენებას აიღებს და ჰოლანდიელთა წინადადებას მხოლოდ მას შემდეგ განიხილავს. ჰოლანდიური გრანდის ერთ-ერთი წარმომადგენელი კი ამბობს:

”შესაძლოა, ვან დერ საარმა ”აიაქსთან” კონტრაქტი უკვე ამ ზაფხულს გააფორმოს. ისეც შეიძლება მოხდეს, რომ მან ერთი წელი დაისვენოს და ჩვენი წინადადება მერე განიხილოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენს გუნდში მისი დაბრუნება ყველას გაუხარდება”.

თათბირი ნასრისთან და კლიშისთან

”არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ მისი კლუბი გაელ კლიშთან და სამირ ნასრისთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს.

ფრანგებს მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2012 წლის 30 ივნისს ეწურებათ. ვენგერმა თქვა:

"ნასრისა და მის აგენტთან უკვე ვთათბირობთ. ასეთივე მდგომარეობაა კლიშის კონტრაქტთან დაკავშირებით. ხელშეკრულების ზაფხულში განხილვაზე შევთანხმდით.

ამ მოთამაშეებს აქ საკუთარი ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობა აქვთ, რომელიც მათ სათამაშო ფილოსოფიას შეესაბამება”
ნანახია: 604 | დაამატა: cotne_rati | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
dth="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
Name *: Email:
Code *: