მთავარი » 2011 » მაისი » 13

ტატიშვილი "როლან გაროსის” ძირითად ბადეშია?

13.05.2011 15:26

ბოლო პერიოდია, ქართველი ანა ტატიშვილის ქალთა საჩოგბურთო რეიტინგის (WTA) ასეულში შესვლას განსაკუთრებით ვგულშემატკივრობდით, რათა მას მოახლოებული საფრანგეთის ღია პირველობის ძირითად ბადეში მოხვედრის საშუალება მისცემოდა, თუმცა, დიდი შანსია, ეს აღნიშნულის გარეშეც მოხდეს. "ევროსპორტის” ინფორმაციით, ქართველი გოგონა იმ სამ ჩოგბურთელს შორის იმყოფება, რომლებიც ტრავმის გამო "როლან გაროსს” მიღმა დარჩენილ მოთამაშეებს ჩაანაცვლებენ.
აღნიშნული წყაროს ცნობით, საბოლოოდ დადასტურდა, რომ პარიზში ვერ იასპარეზე ... კითხვის გაგრძელება »

Views: 627 | Added by: cotne_rati | Date: 13-მაისში-11 | Comments (0)

რობინსონმა ორმოცი მოინიშნა

12.05.2011 18:17
ენდი რობინსონი

 

2011 წლის მსოფლიო თასზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მეტოქის, შოტლანდიის მთავარმა მწვრთნელმა ენდი რობინსონმა, ის ორმოცი მორაგბე დაასახელა, რომლთაგანაც ოცდაორ აგვისტოს, ოცდაათ საუკეთესოს შეარჩევს და ახალ ზელანდიაში ათამაშებს.

სქოთებს ბოლო პერიოდში პრობლემები მიეძალათ, რაც იმითაც გამოიხატა, რომ წლევანდელ "ექვს ერზე” ბოლოსწინა მეხუთე ადგილი დაიკავეს და ისიც იმიტომ, რომ ბოლო ტურში იტალიას საკუთარ მოედა ... კითხვის გაგრძელება »

Views: 569 | Added by: cotne_rati | Date: 13-მაისში-11 | Comments (0)

ნბა-ში ხუთეულები ჩამოწერეს

13.05.2011 15:50
ლებრონ ჯეიმსი და დერიკ როუზი, ცხადია, რჩეულთა შორის მოხვდნენ

 

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2010-2011 წლების სეზონის MVP ჩიკაგოელი დერიკ როუზი, ლიგის პირველ სიმბოლურ ხუთეულშიც მოხვდა, რომელიც მის გარდა, გასული წლების უძვირფასესმა მოთამაშეებმა, ლებრონ ჯეიმსმა ("მაიამი”, 2010), კობი ბრაიანტმა ("ლეიკერსი”, 2009) და ასევე კევინ დიურანტმა ("ოკლაჰომა სიტი”) და დუაიტ ჰოვარდმა ("ორლანდო”) დააკომპლექტეს.

ცნობილი გახდა და ... კითხვის გაგრძელება »
Views: 881 | Added by: cotne_rati | Date: 13-მაისში-11 | Comments (0)

ანანიძემ ინდივიდუალურად დაიწყო

13.05.2011 17:14
ანანიძე კოჭმა გააწვალა

საქართველოს ეროვნული ნაკრების და მოსკოვის "სპარტაკის” შემტევმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ, რომელიც კოჭის ტრავმამ გააწამა, ვარჯიში ინდივიდუალურად განაახლა.
ამის შესახებ, საფეხბურთო კლუბ "სპარტაკის” ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.
ანანიძეს ორ თვეზე მეტია არ უთამაშია და ამის მიზეზი, კოჭის სახსრის ტრავმაა. მან წვრთნა რამდენჯერმე განაახლა, მაგრამ ფეხი უმიზეზდებოდა და იძულებული იყო, კვლავ დაესვენა. ბოლოს, 19 წლის ფეხბურთელს ტრავმის რეციდივი ერთი კვირის წინ მოუვიდა, როდესაც "სპარტაკის” ძირითად შემადგენლობასთან ერთად, სრული დატვირთვით ვარჯიშობდა და მაისის დასაწყისში, რუსეთის ... კითხვის გაგრძელება »

Views: 580 | Added by: cotne_rati | Date: 13-მაისში-11 | Comments (0)

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 37-ე ტურის ანონსი

13.05.2011 17:47

გთავაზობთ ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მომავალი ტურის წინ ტრავმირებული და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელების ნუსხას.

 

15 მაისი
ალმერია – მალიორკა

ალმერია – ტრავმირებულნი: არავინ. დისკვალიფიცირებული: ბერნარდელიო.
მალიორკა – ტრავმირებულნი: არავინ.  
მსაჯი: ლასა.

 

ვილიარეალი – რეალი
ვილიარეალი – ტრავმირებულნი: გონსალო, ოლივა, ანხელი.
რეალი – ტრავმირებულნი: გაგ ... კითხვის გაგრძელება »

Views: 597 | Added by: cotne_rati | Date: 13-მაისში-11 | Comments (0)

ბაიერნი და შალკე ნოიერის ტრანსფერზე შეთანხმდნენ

Schalke's German goalkeeper Manuel Neuer

როგორც ჩანს მანუელ ნოიერი ყველაზე ძვირად ღირებული მეკარე იქნება გერმანული ფეხბურთის ისტორიაში. როგორც Bild იტყობინება ბაიერნმა შალკეს ახალი წინადადება შესთავაზა, რომელზეც გელზენკირხენელებმა უარის თქმა ვერ მოახერხეს. მოლაპარეკები ჰორსტ ჰელდტსა და ჰაინც რუმენიგეს შორის სამი საათი მიმდინარეობდა, საბოლოოდ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

18 მილიონი ევრო – ასეთია 25 წლის მეკარის ფასი. ასევე შალკე გარანტირებულად მიიღებს 3 მილიონს ბონუსის სახით, ამას გარდა გელზენკირხენელებს 4 მილიონიც გადაეცემათ, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში თუ კლუბმა წარმატებით იასპარეზა ჩემპი ... კითხვის გაგრძელება »

Views: 582 | Added by: cotne_rati | Date: 13-მაისში-11 | Comments (0)

პირლო იუვენტუსში გადავიდა !

129687[1]

Il Corriere dello Sport იტყობინება, რომ 31 წლის მილანის და იტალიის ნაკრების ნახევარმცველი ზაფხულში კლუბს შეიცვლის. გამოცემის ცნობით ფეხბურთელი უკვე შეხვდა ტურინელთა წარმომადგენელს და შეათანხმა კონტრაქტის პირობები, რომელიც სამ წელზე იქნება გათვლილი.

ძნელი სათქმელია დაეჯერება თუ არა ამ ინფორმაციას, მაგრამ ყურადღების მიპყრობა ნამდვილადაა საჭირო, მითუმეტეს რომ ამ ტრანსფერის შესახებ ბოლო დროს არაერთხელ გაჟღერებულა.

ანდრეა პირლოს როსონერისთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, ჯერჯერობით კონტრაქტის განახლებაზე საუბარი არ მიდის. თუ ეს ტრანსფერი მართლაც შედგა, მაშინ მილანი ალბერტო აკვილანის შეძენას შეეცდება, რომელიც ლივერპულის საკუ ... კითხვის გაგრძელება »

Views: 656 | Added by: cotne_rati | Date: 13-მაისში-11 | Comments (0)

ვან ბომელმა ბაიერნის ფეხბურთელებს მშიშრები უწოდა

AS Roma v AC Milan - Serie A

"მილანის” ნახევარმცველმა ვან ბომელმა გააკრიტიკა მიუნხენის ”ბაიერნის” ფეხბურთელები, რომლებაც აუგად მოიხსენიეს ვან გაალი, მას შედეგ, რაც ის უკვე აღარ იყო ”რეკორდმაისტერის” მწვრთნელი.

ბავარიული კლუბის ყოფილი ფეხბურთელი აღშფოთებას ვერ მალავს: "თუ რომელიმე ფეხბურთელს რაიმე არ მოსწონდა მაშინ პროტესტი მაშინ უნდა გამოეთქვა, როცა ვან გაალი მათი მწვრთნელი იყო და არა ახლა”.

"ფეხბურთელები აუგად არ უნდა მოიხსენიებდნენ ყოფილ მწვრთნელს”- ამბობს ბომელი. "ბევრმა მათგანმა ახლა აიმაღლა ხმა და აშკარად აკრიტიკებს ყოფილ დამრიგებელს. როდესაც მე ვთამაშობდი მათთან ერთად ყველა ლაჩარივით დუმდა. სად იყო მაშინ მათი გამბე ... კითხვის გაგრძელება »

Views: 562 | Added by: cotne_rati | Date: 13-მაისში-11 | Comments (0)

ინტერი ლილის ფეხბურთელით ინტერესდება

Lille's Hazard celebrates his goal against AS Nancy during during French Ligue 1 soccer match in Nancy

"სქაი სპორტ 24″ გვატყობინებს, რომ მილანის "ინტერს” ფრანგული ლილის თავდამსხმელის- ედენ აზარის შეძენა სურს.

იტალიელებს გუნდის შეტევითი პოტენციალის გაძლიერება სურთ და ამისათვის 20 წლის ფორვარდი საუკეთესო ვარიანტად მიაჩნიათ. ახალგაზრდა მოთამაშის გადმობირება ისეთ გრანდებს სურთ, როგორიცაა "იუვენტუსი”, "ბაიერნი”, "რეალი” და "არსენალი”. სწორედ ამ კლუბებისთვის მოუწევს "ნერაძურის” კონკურენციის გაწევა.

"ძაღლები” (იგივე "ლილი” -ავტ. შენიშვნა) ბე ... კითხვის გაგრძელება »

Views: 584 | Added by: cotne_rati | Date: 13-მაისში-11 | Comments (0)

ლუის ენრიკე შესაძლოა ატლეტიკოს მწვრთნელი გახდეს

129788[1]

როგორც Marca იტყობინება ლუის ენრიკე ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია იმ პირთა შორის, რომელიც შეიძლება მადრიდის ატლეტიკოს მთავარი მწვრთნელი გახდეს.

კლუბის გენერალური დირექტორი მიგელ ანხელ ჰილი და სპორტული დირექტორი ხესუს გარსია სხვა კანდიდატებსაც განიხილავენ, თუმცა ამ სიაში პირველი ლუის ენრიკეა.

41 წლის სპეციალისტი ამჟამად ბარსელონა B -ს მთავარი მწვრთნელია. ამ გუნდთან ერთად მან არც თუ ისე პატარა წარმატებას მიაღწია, ახლა ბარსელონა B სეგუნდას ლიდერებში იმყოფება. ლუის ენრიკემ უკვე განაცხადა, რომ ის კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს და სეზონის ბოლოს დატოვებს კლუბს.

სათამაშო კარიერის დროს ენრიკე ესპანური ფეხბუ ... კითხვის გაგრძელება »

Views: 570 | Added by: cotne_rati | Date: 13-მაისში-11 | Comments (0)

ოფიციალურად: ნური შაჰინი მადრიდის რეალში გადავიდა

sahin_real-1304856614_zoom14_crop_560x280_560x280+13+6[1]

მადრიდის რეალმა დორტმუნდის ბორუსიადან შეიძინა ახალგაზრდა თურქი, 22 წლის ცენტრალური ნახევამრცველი ნური შაჰინი.

შაჰინმა სამეფო კლუბთან 6 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, წლიურად ის 2.5 მილიონის მიიღებს. Marca-ს ინფორმაციით სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონს შეადგენს.

მიმდინარე სეზონში შაჰინმა 6 გოლი გაიტანა.

Views: 634 | Added by: cotne_rati | Date: 13-მაისში-11 | Comments (0)

კასილასმა ბარსელონას ფეხბურთელებს წარმატება მიულოცა

images

მადრიდის ”რეალის” გოლკიპერი იკერ კასილასი მოიქცა ისე, როგორც შეეფერება ესპანეთის ნაკრების და სემეფო კლუბის კაპიტანს.

” ვულოცავ კატალონიელ ფეხბურთელებს, მათ ეს სეზონი შესანიშნავად ჩაატარეს.ვულოცავ მათ, როგორც ჩემი ასევე, მთელი ჩემი გუნდის სახელით. ”ბარსელონელებმაც” მოგვილოცეს ესპანეტის თასის აღება რამოდენიმე დღის წინ” – აღნიშნა  იკერი კასილასმა.

ჩატარებული ოთხი კლასიკოს შემდეგ ამ ორ ესპანურ კლუბს  შორის ურთიერთობა ცოტა არ იყო დაიძაბა. ”ბოლო სამი კვირაა ჩვენს შორის არც ისე კარგი დამოკიდებულებაა, მაგრამ უნდა გადავდგათ პირველი ნაბიჯები,რათა შემდეგში ყველაფერი მოგვარდეს.”

კითხვაზე თუ ვის უგულშემატკივრებს ლიგის ფინალში იკერმა ასეთი პასუხი გ ... კითხვის გაგრძელება »

Views: 779 | Added by: cotne_rati | Date: 13-მაისში-11 | Comments (0)

კოენტრაოსთვის ბრძოლა გრძელდება: ბაიერნი თუ რეალი

fabio-coentrao1[1]

მსოფლიო ფეხბურთის ორი გრანდი მიუნჰენის ბაიერნი და მადრიდის რეალი ცდილობენ ბენფიკას პორტუაგლიელი მარცხენა მცველის ფაბიო კოენტრაოს შეძენას.

goal.com -ის ცნობით სამშაბათს ბაიერნის წარმომადგენლები შეხვდნენ ბენფიკას წარმომადგენლებს. პორტუგალიელები მინიმუმ 30 მილიონს ითხოვენ, ამ თანხის გადახდა არ სურთ გერმანელებს. ამავე გამოცემის განცხადებით ბაიერნი 20 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს.

ჟოზე მოურინიომ ტრანსფერების სიაში კოენტრაო ჯერ კიდევ შარშან შეიყვანა, თუმცა მაშინ ბლანკოსმა ვერ მოახერხა მისი შეძენა. შარშან ბენფიკა 35 მილიონს ითხოვდა, ახლა 30-ს, თუმცა მიუნჰენელ ... კითხვის გაგრძელება »

Views: 599 | Added by: cotne_rati | Date: 13-მაისში-11 | Comments (0)

გვარდიოლა: ვიმღერებთ, დავლევთ და ვიცეკვებთ

1630092_w2

ხოსეპ გვარდიოლას თქმით, "ბარსამ” განსაკუთრებით უნდა აღნიშნოს ესპანეთის ჩემპიონობა, რადგან მისი მეტოქე ისეთი ძლიერი გუნდი იყო, როგორიცაა მადრიდის "რეალი”.

მას შემდეგ, რაც "ბარსელონამ” ესპანეთის ჩემპიონობა 21-ედ მოიპოვა, გვარდიოლამ განაცხადა: უახლოეს დღეებში ჩემი მოთამაშეები მხოლოდ დალევით, სიმღერით, სიცილით და ცეკვით დაკავდებიანო.

"ლევანტესთან” შეხვედრის დაწყებამდე კატალონიელები თავის უახლოეს მდევარს 5 ქულით უსწრებდნენ. ამიტომ მათთვის ფრეც საკმარისი იყო, რომ ზედიზედ მესამედ გამხდარიყვნენ ესპანეთის ჩემპიონები ლა ლიგის დასრულებამდე ორი ტურით ადრე.

სეიდუ კეიტას მიერ 28-ე წუთზე გატანილმა გოლმა კიდევ უფრო დაარწმუნა "ბარსას” გულ ... კითხვის გაგრძელება »

Views: 590 | Added by: cotne_rati | Date: 13-მაისში-11 | Comments (0)

უეფამ ბუსკეტსი შესაძლოა რასიზმში დაადანაშაულოს

1008384777editor_Sergio_Busquets_is_accused_of_racially_abusing_Marcelo[1]

კვირას გაიმართება ევროპული ფეხბურთის კავშირის შეკრება, სადაც განიხილავენ სერხიო ბუსკეტსის საქმეს.

პირველი 1/2 ფინალური მატჩის დროს მადრიდის რეალსა და ბარსელონას შორის სერხიომ მარსელოს "მაიმუნი” უწოდა, სწორედ ეს ქმედება შეიძლება ჩაითვალოს რასისტულ მოქმედებათ.

თუ უეფა ბუსკეტსს დამნაშავედ სცნობს, მაშინ ის ჩემპიონთა ლიგის ფინალს გამოტოვებს, ასევე გავრცელდა ხმები რომ ფინალის გარდა ის კიდევ 4 მატჩს გამოტოვებს.

Views: 672 | Added by: cotne_rati | Date: 13-მაისში-11 | Comments (0)

დალგლიში ლივერპულის გაწვრთნას გააგრძელებს

129822[1]

დღეს კენი დალგლიში ოფიციალურად გახდა ლივერპულის მთავარი მწვრთნელი. აქამდე ის მხოლოდ დროებითი მწვრთნელი იყო. შოტლანდიელმა სპეციალისტმა მერსესაიდელებთან 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

კენის მოსვლის შემდეგ ლივერპულში სიტუაცია აშკარად გამოსწორდა, ლივერპულმა თამაშის ხარისხი საგრძნობლად გამოასწორა, ამას გარდა გაკეთდა რამდენიმე კარგი ტრანსფერიც. გუნდი ახლა მეხუთე ადგილზეა პრემიერ ლიგაში.

შეგახსენებთ, რომ სეზონის დასაწყისში გუნდს როი ჰოჯსონი წვრთნიდა, თუმცა ცუდი შედეგის გამო ეს მალე დალგლიშმა შეცვალა.

დალგლიშთან ერთად სამ წლიან კონტრაქტს ხელი მოაწერა მისმა ასისტენტმა სტივ კლარკმა.

Views: 664 | Added by: cotne_rati | Date: 13-მაისში-11 | Comments (0)

პელე:ჩიჩარიტოს შეუძლია გახდეს ახალი მესი

7nf69[1]

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ "მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელ ხავიერ ‘ჩიჩარიტო’ ჰერნანდესზე ისაუბრა და მექსიკელი "ახალ მესიდ” მონათლა…

22 წლის "გოლების მანქანა” "იუნაიტედთან” ერთად ჩინებულ სეზონს ატარებს, მან 42 შეხვედრაში 20-ჯერ მოახერხა გოლის გატანა და დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ "წითელი ეშმაკები” პრემიერ ლიგას სათავეში უდგანან, ასევე ისინი ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც არიან.

"ის შესანიშნავი მოთამაშეა, მის რამდენიმე შეხვედრას ტელევიზორში ვუყურე და მართლაც, რომ ფანტასტიური ფეხბურთელია.

მას შეუძლია მესის დონემდე მიაღწიოს, რადგან დიდებული ნიჭის მფლობელია. იგი ისეთი ... კითხვის გაგრძელება »

Views: 584 | Added by: cotne_rati | Date: 13-მაისში-11 | Comments (0)

დიდსულოვანი ტერის მუქარა

JTJT

ჯერ ეს ჩემპიონატი არ დასრულებულა, მაგრამ „ჩელსის" კაპიტანი, ჯონ ტერი, „მანჩესტერ იუნაიტედს" უკვე სამომავლოდ ემუქრება. შეგახსენებთ, რომ კვირას „იუნაიტედმა" „ლურჯებს" 2:1 მოუგო და სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ექვსქულიანი უპირატესობა მოიპოვა. შეხვედრა რომ დამთავრდა ტერიმ მანჩესტერელთა თავკაც ალექს ფერგიუსონს გამარჯვება მიულოცა, თუმცა უკვე კბილების ლესვასაც შეუდგა.

„მანჩესტერელებს წარმატებებს ვუსურვებ. ადამიანს წაგებაც დიდსულოვნად უნდა შეგეძლოს. კარგად ვიცი რამხელა სიხარულია დიდ შეჯიბრებაში გაიმარჯვება. ერთი წლის წინ, როდესაც ჩვენ გავხდით ჩემპიონები, ფერგიუსონი მოვიდა და მოგვილოცა. ეს ძალიან სასიამოვნო იყო. ის და მისი გუნდი მთელ მსოფლიოში უ ... კითხვის გაგრძელება »

Views: 589 | Added by: cotne_rati | Date: 13-მაისში-11 | Comments (0)

არსენალს ბენზემა მოსდომებია

Real Madrid's French forward Karim Benze

მადრიდის ”რეალის” ფრანგი თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა ლონდონის ”არსენალის” მთავარი მწვრთნელის არსენ ვენგერის ინტერესების სფეროში მოექცა.

თუ გაზეთ ”მარკას” მიერ გავრცელებული ინფორმაციით ვიმსჯელებთ, ”მეთოფეთა” მწვრთნელი დიდი ხანია ფიქრობს იმაზე, თუ ვისით გააძლიეროს თავდასხმის ხაზი.

ბენზემას ბოლოდროინდელი კარგი თამაში კი ასე ძალიან მოეწონა ვენგერს და ახლა ლონდონელები მადრიდელებს წინადადებას უმზადებენ. ”არსენალი” მადაა 25 მილიონი ევრო გაიღოს ფრანგ ფორვარდში.

ლივერპული აკვირდება

”ლივერპულის” თავკაცი კენი დალგლიში ”უიგანის” 20 წლის ნახევარ ... კითხვის გაგრძელება »

Views: 603 | Added by: cotne_rati | Date: 13-მაისში-11 | Comments (0)

კარაოკე შაკირასთან ერთად (სურათები)

Views: 637 | Added by: cotne_rati | Date: 13-მაისში-11 | Comments (0)