ისე მოხდა, რომ რუდი გარსიას გუნდმა, ორივე თავისი თასი საფრანგეთის დედაქალაქში მოიგო. მოდით უშუალოდ მატჩებზე გადავიდეთ:
პარიზელებმა საკუთარ მოედანზე "ლილი” მიიღეს. შეხვედრა იმითც იყო
საინტერესო, რომ ეს გუნდები ერთმაენთს საფრანგეთის თასის ფინალშიც
შეხვდნენ.
მასპინძლები მეორე ტაიმის დასაწყისშივე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ
და საქმე გაირთულეს. თუმცა მიუხედავად ამისა, ანტუან კომბუარის გუნდმა
მებრძოლი სული გამოავლინა და მატჩის საფინალო სასტვენამდე მოგებისთვის
იბრძოდა. საბოლოოდ "პსჟ”-მ ფრედ დაასრულა შეხვედრა და ამ 1 ქულით კი,
"ლილი” ოფიციალურად გახდა ქვეყნის ჩემპიონი.
ინგლისის
პრემიერლიგის 2010/2011 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ "მანჩესტერ
იუნაიტედის” სერბი მცველი ნემანია ვიდიჩი დაასახელეს, საუკეთესო
მწვრთნელად კი ასევე "იუნაიტედელი” სერ ალექს ფერგიუსონი იქნა აღიარებული.
შეგახსენებთ მიმდინარე სეზონში "წითელმა ეშმაკებმა” პირველობა არავის
დაუთმეს და კლუბის ისტორიაში მეცრამეტედ მოახერხეს გაჩემპიონება, საიდანაც
12-ჯერ "ემიუს” მწვრთნელი სწორედ ფერგიუსონი გახლდათ.
რაც შეეხება ვიდიჩს, იგი 2006 წლიდან ასპარეზობს მანჩესტერულ კლუბში და
ამ დროის განმავლობაში ინგლისში უკვე მეორედ აღიარეს სეზონის საუკეთესო
... კითხვის გაგრძელება »
მადრიდის
რეალმა ლა ლიგის ბოლო, რიგით 38-ე ტურში ბოლო ადგილოსან ალმერიას
უმასპინძლა. ბლანკოსის გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარებოდა, თუმცა ალბათ
ბევრი არ მოელოდა მადრიდელთა ასეთი დიდი ანგარიშით გამარჯვებას.
ხანგრძლივი
პაუზის შემდეგ მოედანს "ვოლგას” ქართველი ლეგიონერი გოგა ხოჯავა
დაუბრუნდა. მან კლუბის ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა, რომელსაც ამ
სტატიაში გთავაზობთ.
- მიხარია თქვენი დაბრუნება. გოგა, რამდენად რთული აღმოჩნდა ტრავმა?
- "კუბანთან” გამართული მატჩის შემდეგ სიარულიც არ შემეძლო. შემდეგ მუხლზე
გადავიღე რენდგენი. მითხრეს, რომ მკურნალობას ორ კვირაზე მეტი არ
დასჭირდებოდა. მაგრამ საბოლოოდ, თითქმის ერთი თვე არ ვვარჯოშობდი.