ხოჯავა დაბრუნდა
ხანგრძლივი
პაუზის შემდეგ მოედანს "ვოლგას” ქართველი ლეგიონერი გოგა ხოჯავა
დაუბრუნდა. მან კლუბის ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა, რომელსაც ამ
სტატიაში გთავაზობთ.
- მიხარია თქვენი დაბრუნება. გოგა, რამდენად რთული აღმოჩნდა ტრავმა?
- "კუბანთან” გამართული მატჩის შემდეგ სიარულიც არ შემეძლო. შემდეგ მუხლზე
გადავიღე რენდგენი. მითხრეს, რომ მკურნალობას ორ კვირაზე მეტი არ
დასჭირდებოდა. მაგრამ საბოლოოდ, თითქმის ერთი თვე არ ვვარჯოშობდი.
- ძნელი იყო ფეხბურთის გარეშე?
- ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ მინდოდა თამაში. მოვითხოვე, რომ ნალშიკში
წავეყვანე ხელმძღვანელობას. მაგრამ მხოლოდ მაყურებლის როლში. ექიმებმა
მკურნალობის ბოლომდე მიყვანა მირჩიეს. მატჩს ტელევიზორში ვუყურე ჩემს
ვაჟთან ერთად. უნდა გაგვემარჯვა და რომ ვერ მოვახერხეთ- გავნაწყენდი.
შვილმაც კი მითხრა, რომ "ვოლგა” უკეთ თამაშობდა.
- ახლა როგორ გრძნობ თავს?
- კარგად. ბიჭებმა გასახდელში ხუმრობითაც მითხრეს: «როგორ დაისვენე გოჩა?»
მაგრამ ეს არ ყოფილა დასვენება. შეიძლება ითქვას, რომ ფიზიკურ ტრავმასთან
ერთად, მორალურიც მივიღე. ყოველ დღე ვრეკავდი გუნდში და ძალიან განვიცადე
წაგება. კლუბთან ერთად ყოფნა და მისთვის სარგებლის მოტანა მსურდა. თავს
ისე ვგრძნობდი, როგორც ვეფხვი გალიაში.
ახლა, ღვთის წყალობით ყველაფერი უკან დარჩა. გუნდს დავუბრუნდი და
ვარჯიშიც დავიწყე. თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ ინდივიდუალური პროგრამით.
ექიმმა მითხრა, რომ ათი დღის შემდეგ შემიძლია მთლიან შემადგენლობასთან
ერთად თამაში, ხოლო "კრილია სოვეტოვთან” საშიანო მატჩში, აუცილებლად გავალ
მოედანზე.
- რას ფიქრობ "ცე ეს კას”-თან შეხვედრის 21 ივლისს გადატანაზე?
- ძალიან მიხარია, რომ ეს შეხვედრა გადაიტანეს, თორემ მათთან თამაშს ვერ
შევძლებდი. ვიმედოვნებ, რომ "ცე ეს კა”-სთვის ოპტიმალურ ფორმაში ვიქნები.
ვფიქრობ, რომ რუსული ფეხბურთის გრანდებს ღირსეულ წინააღმდეგობას გავუწევთ.
ჩვენ ვიბრძოლებთ!
|