2009 წლის იანვარში, როდესაც დარენ ბენტმა „ტოტენჰემისა" და
„პორტსმუთის" შეხვედრაში მეტად ხელსაყრელი მომენტით ვერ ისარგებლა,
„სფურზის" გაბრაზებულმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა თქვა, ამ გოლს ჩემი ცოლიც
კი გაიტანდაო.
დღეს, ინგლისისა და შვეიცარიის ნაკრებთა შეხვედრის წინ კი ბრიტანული
პრესა წერს, რომ საეჭვოა ჰარი რედნაპის ცოლს (შესაბამისად ჯეიმი რედნაპის
დედასა და ფრენკ ლემპარდის დეიდას) გასულ სეზონში 20 გოლი გაეტანა და ფაბიო
კაპელოს მისი თამაში ისე მოსწონებოდა, რომ ნაკრებში გამოეძახებინა.
რედნაპის ირონიული კომენტარი დღეს უკვე „ასტონ ვილას" 27 წლის
ფორვარდისთვის შესაძლ
... კითხვის გაგრძელება »
დავიწყოთ იმით, რამაც „ვესტ ჰემის" მეპატრონეებს დევიდ გოლდსა
და დევის სალივანს გაოცებისგან პირი დააღებინა – სოციალურ ქსელ „ტვიტერში"
„ჩაქუჩების" ფანმა, მალაიზიელმა ბიზნესმენმა ტონი ფერნანდესმა განაცხადა,
რომ კლუბის ყიდვას აპირებს.
სიტყვასიტყვით, ასე იყო: „გაცნობებთ „ვესტ ჰემის" ყველა ფანს, რომ მე
კლუბის ახლანდელ მეპატრონეებს საკმაოდ სარფიანი წინადადებით მივმართე.
ვნახოთ როგორ პასუხს გამცემენ ისინი".
ხმა ფერნანდესის შესახებ ელვის სისწრაფით მოედო ლონდონის ისტ ენდს და,
ბუნებრივია, გოლდისა და სალივანის ყურებამდეც მიაღწია. სალივანის პასუხმა
არ დააგვიანა:
... კითხვის გაგრძელება »
გუს ჰიდინკი მზად არის „ჩელსის" გამო თურქეთის ნაკრების
მწვრთნელის პოსტი დასტოვოს. 64 წლის ჰოლანდიელს მიზეზად ის მოაქვს, რომ
სანაკრებო ფეხბურთი მობეზრდა და კლუბში ყოველდღიური მუშაობა სურს. ის, რაც
მან ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა სხვა არაფერია თუ არა „ლურჯების"
მეპატრონის, რომან აბრამოვიჩის წინადადებაზე დათანხმება – აბრამოვიჩს
კარლო ანჩელოტის გაშვების მერე მის ადგილზე, ყველაზე მეტად ჰიდინკის
მიყვანა უნდა.
„არასდროს მითქვამს, რომ თურქეთის ნაკრებში დარჩენას ვაპირებ. ენერგიული
ადამიანი გახლავართ და ყოველდღიური მუშაობა მსურს. ვატყობ, რომ მეტი
აქტიურობა მჭირდება და ამიტომ
... კითხვის გაგრძელება »
როგორც Stuttgarter Zeitung იტყობინება, გელზენკირხენული "შალკე” მზადაა, რომ იენს ლემანს 1 წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს.
41 წლის მეკარემ, კარიერა ჯერ კიდევ 2010 წელს დაასრულა, თუმცა ამა წლის მარტში, არსენ ვენგერის თხოვნით "არსენალში” ჩაირიცხა.
ამის შემდეგ ლემანს კვლავ მოუწია ხელთათმანების ლურსმანზე ჩამოკიდება,
თუმცა "შალკეს” წინადადებამ შეიძლება დააფიქროს ვეტერანი გოლკიპერი.
რამდენიმე დღის წინ, გელზენკირხენულმა გუნდმა ახალგაზრდა რალფ ფერმანთან
მოაწერა ხელი კონტრაქტს და ისინი ფიქრობენ, რომ იენს ლემანიც კარგი
ვარიანტი იქნება.
ესპანეთის თასი, რომელიც "რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა
ფინალურ მატჩში გამარჯვების ზეიმის დროს დაამტვრია, დამკვიდრდა ესპანეთის
ფეხბურთის ფედერაციის მუზეუმში.
მადრიდული სუპერკლუბისათვის ნანატრი თასი დაზიანებული იქნა მას შემდგომ, რაც რამოსმა ის ავტობუსის ბორბლების ქვეშ მოახვედრა.
შეგახსენებთ,
სამეფო თასის ფინალში მადრიდის "რეალმა" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა
"ბარსელონა", ვალენსიაში (1:0). ერთადერთი გოლი დამატებით დროში კრიშტიანუ
რონალდუმ გაიტანა
გაზეთმა Marca-მ
ტრადიციულად გამოავლინა ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი.
პრიზი, რომელიც ალფრედო დის ტეფანოს სახელს ატარებს, ზედიზედ მესამედ
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ მიიღო.
ალფრედო დი
სტეფანოს სახელობის პრიზი 2008 წელს დაარსდა. პირველად, ის "რეალის”
ლეგენდამ, რაულ გონსალეს ბლანკომ მიიღო, რის შემდეგაც, საქმეში მესი
ჩაერთო, რომელმაც აგერ უკვე მესამედ ირგუნა პირველობა. 2009-10 წლების
სეზონის მსგავსად, მე-2 ადგილი ამჯერადაც კრიშტიანუ რონალდუს ერგო,
მესამეზე კი, "ბარსას” კიდევ ერთი ფეხბურთელი, ხავი ერნანდესი გავიდა.
ესპანეთის
ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელს 14 კაცისგან შემდგარი ჟიური ავლენს,
რომელსაც ალფრედო დი სტეფანო ხელმძღ
... კითხვის გაგრძელება »
როგორც EL Mundo Deportivo
იტყობინება, მადრიდის "რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს გუნდის
არგენტინელი ფორვარდის გონსალო იგუაინის გაყიდვა სურს.
თუმცა, თავად
ფეხბურთელს "სამეფო კლბუში" დარჩენა უნდა, რადგან გუნდის დამრიგებლის ჟოზე
მაურნიოს მხარდაჭერას და ნდობას გრძნობს. იგუაინს განზრახული აქვს, რომ
კოპა ამერიკაზე ითამაშჴს და მაქსიმალურად კარგ ფორმაშჳ მყოფი დაუბრუნდეს
კლუბს. ამას გარდა თავდამსხმელს "რეალის" ქომაგთა დიდი ნაწილი უჭერს მხარს,
რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია.
შეგახსენებთ, რომ იგუაინის
გადაბირება ტურინის "იუვენტუსს" სურს. "ბებერი ქალბატონის" წარმომადგენლები
რამდენიმე ხნის წინ შეხვდენენ მადრიდელთა ხელმ
... კითხვის გაგრძელება »
ჯერაც "ბარსელონას"
საკუთრებაში მყოფი და აწ დასრულებულ სეზონში "მილანში" არენდის წესით
მოასპარეზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, კატალონიურ გრანდს მსოფლიოს საუკეთესო
კლუბი უწოდა. შვედი შემტევის განცხადებით, მან იცოდა, რომ ჩემპიონთა ლიგის
ფინალშჳ "ბარსა" "მანიუს" აუცილებლად დაამარცხებდა.
"ფინალამდე ვამბობდი, რომ "ბარსელონა" გაიმარჯვებდა. ეს მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, ასე რომ მომხდარით გაკვირვებული არ ვარ."
"კატალონიიდან
ჩემ აბარგებას რაც შეეხება, როცა გუნდში თავს კარგად ვერ ჰრძნობ, აქ
ვერაფეს გააწყობ და ამიტომაც გადავწყვიტე წასვლა. ნებისმიერ შემთხვევაში მე
მათ გამო გახარებუ
... კითხვის გაგრძელება »
გუს ჰიდინკი მზად არის
„ჩელსის" გამო თურქეთის ნაკრების მწვრთნელის პოსტი დასტოვოს. ჰიდინკის
განცხადებით მას მობეზრდა უკვე ნაკრების მწვრთნელობა და სურს კლუბში
იმუაშავოს სადაც ყოველდღიურად იქნება საქმეში ჩართული.
,, ენერგიული
ადამიანი გახლავართ და ყოველდღიური მუშაობა მსურს. ვატყობ, რომ მეტი
აქტიურობა მჭირდება და ამიტომ საკლუბო ფეხბურთში გადასვლა მირჩევნია.
არასოდეს მითქვამს, რომ თურქეთის ნაკრებს არ მივატოვებდი. ამ საკითხზე
თურქეთის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტთან ჯერ არ მილაპარაკია, მაგრამ ის
კარგი ადამინაი არის და დარწმუნებული ვარ, რომ გამიგებს. ,,ჩელსში"
დაუვიწყარი დრო გავატარე და მსურს კიდევ დავბრუნდე იქ. ჯერ-ჯერობით
,,ჩელსის" ხელმძღვანელობისაგან ოფიცია
... კითხვის გაგრძელება »
ხორვატები, მარტში განცდილი მინიმალური ანგარიშით წაგებისთვის
რევანშის აღებაზე ოცნებობენ. ქეცბაიას შეგირდები უბრძოლველად დანებებას არ
აპირებენ სპლიტში, რადგნაც მათ სურთ, რომ ისტორიაში პირველად გავიდნენ დიდი
საერთაშორისო ტურნირის ფინალურ სტადიაზე.
ამჟამად საქართველოს ნაკრები მეოთხე ადგილს იკავებს "ეფ” ჯგუფში და
მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება ლიდერ ბერძნებს. ხორვატიისა და ისრაელის
ეროვნულ ნაკრებებს კი მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩებიან ჩვენი ბიჭები.
შესაბამისად, ქართველებს რეალური შანსი აქვთ იმისა, რომ კონტინენტის
პირველობაზე მოხვდნენ. ამ თვალსაზრისით, დღევანდელი დაპირისპირება
ხორვატებისთვის შეიძლება გადამწყვეტიც აღმოჩნდეს. სლავენ ბილიჩის გუნდს არც
მოტივაცია უნდა
... კითხვის გაგრძელება »
ტოტენჰემ ჰოთსფურის ოფიციალური ვებ გვერდი იტყობინება ამერიკელი მეკარის, ბობ ფრიდელის შეძენის შესახებ.
"ბრედი – მეკარე დიდი გამოცდილებით და მაღალი კლასით” – ამბობს ჰარი
რედნაპი. "კარგია როდესაც კლუბში სამი მაღალი დონის მეკარეა. იმის
გათვალისწინებით თუ რამდენი მატჩის ჩატარება მოგვიწევს შემდეგ სეზონში,
კონკურენცია დიდი იქნება.”
40 წლის ფრიდელი ინგლისში 1997 წელს გადავიდა. ოთხი წელი ის ლივერპულის
ღირსებას იცავდა, შემდეგ რვა წელი ბლექბერნში ითამაშა, ბოლო სამი სეზონი კი
ასტონ ვილაში გაატარა.
საინტერესოა, რომ ამერიკ
... კითხვის გაგრძელება »
იტალიურმა კლუბმა უარი განაცხადა "არისტოკრატების” შემოთავაზებაზე, რომელიც პასტორეს შეძენას ეხებოდა.
"სქაი სპორტსის” ინფორმაციით, ლონდონელები არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 33 მლნ ფუნტს იხდიდნენ.
"მთავარი შემოთავაზება სწორედ "ჩელსისგან” მივიღეთ”. მაგრამ სატრანსფერო
თანხა ოდნავადაც არ არის ახლოს იმ ფასთან, რითიც პასტორეს კლასი
შევაფასეთ. მსურველს, რომელსაც მისი ყიდვა სურს უნდა იცოდეს, რომ ხავიერი
50 მლნ ევრო ღირს”. ასეთია ძამპარინის განცხადება.
ინტერის პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ კლუბის ოფიციალურ
ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა რომას ნახევარმცველის, დანიელე დე
როსისადმი ინტერესის შესახებ.
"დე როსის ყიდვა – ცუდი იდეა არ არის, თუმცა ვფიქრობ რომ ახლა
მოლაპარაკებების დაწყებას აზრი არ აქვს, რადგან რომაში სტრუქტურული
ცვლილებები მიმდინაორებს რაც დაახლოებით კიდევ ერთ თვეს გასტანს. ამას
გარდა თვითონ ფეხბურთელს ძალიან უყვარს თავისი კლუბი, პირველ რიგში ქალაქი
რომი. თუმცა მე ვფიქრობ რომ დე როსი უმაღლესი კლასის და ხასიათის მქონე
ადამიანია, ამიტომ არ აწყენდა ასეთი გამოცდილების მიღება.” – განაცხადა
მორატიმ.
ყველანი დიდი მოლოდინით ველოდებით ,,ევრო 2012”-ის შესარჩევი
ციკლის F ჯგუფის თამაშს საქართველოსა და ხორვატიის ეროვნულ ნაკრებებს
შორის. თამაში იმართება ხორვატიის ქალაქ სპლიტში სტადიონ ,,პოლიუდზე”
თბილისის დროით 21:55 საათ
... კითხვის გაგრძელება »
ოფიციალურად: ვან ნისტელროი მალაგას ფეხბურთელი გახდა
ესპანურმა კლუბმა ჰოლანდიელ ბომბარდირს, უკვე გაუფორმა კონტრაქტი.
"მალაგამ” ეს ინფორმაცია "ტვიტერის” დახმარებით გაავრცელა და დასძინა, რომ
ნისტელროის, რომელსაც ერთ თვეში 35 წელი უსრულდება, საჯაროდ წარადგენენ.
ესპანრუი პრესის ინფორმაციით, ვან გოლმა 1+1 წესის კონტრაქტი გააფორმა.
ფორვარდი ერთ სეზონს ნებისმიერ შემთხვევაში ითამაშებს, ხოლო კიდევ 1 წლით
იმ შემთხვევაში გაუფორმდება კონტრქტი, თუ გარკვეული რაოდენობის მატჩების
ჩატა
... კითხვის გაგრძელება »
იტალიური "ჯენოას” მცველი რაფინია, დღეიდან "ბაიერნის” ღირსებას დაიცავს.
დღეს, 25 წლის ფეხბურთელმა, 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი გერმანლუ
კლუბთან. აღსანიშნავია, რომ რაფინიას უკვე უთამაშია ბუნდესლიგაში. იგი
2005-დან 2010 წლამდე "შალკეში” ასპარეზობდა.
"მოხარული ვარ, რომ კვლავ ვითამაშებ ბუნდესლიგაში. ჯერჯერობით ტიტულები
არ მომიგია და ვიმედოვნებ, რომ ამის გაკეთება "ბაიერნთან” ერთად შევძლებ.
მოხარული ვარ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს გუნდში ვითამაშებ”.-
განაცხადა რაფინიამ.
აგენტი: ნეიმარის ჩელსიში გადასვლა პრესის მოგონილია
სანტოსის ბრაზილიელი თავდამსხმელის, ნეიმარის აგენტმა უარყო
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩელსი თითქოსდა ისევ ცდილობდა ფეხბურთელის
შეძენას.
"19 წლის ფეხბურთელი პრესამ უკვე "გაყიდა” სხვადასხვა კლუბებში,
მაგალითად ბარსელონაში და რეალში. მაგრამ ეს ყველაფერი სიცრუეა. ჩვენ
ლონდონური კლუბი 35 მილიონიანი შეთავაზებით უკან გავისტუმრეთ.” – ამბობს
აგენტი.
"ის, რომ ნეიმარი ჩელსიში უნდა გადავიდეს არის ინგლისური პრესის
მოგონილი და არ შეესაბამება სიმართლეს. აგვისტოში ჩვენ მათი 35 მილიონიანი
შეთავაზება ვიუარეთ და ახლა აბრამოვიჩის 26 მილიონს დავთანხმდით ? ეს ხომ
უბრალოდ სასაცილოა. ნეიმარი მინიმუმ 45 მილიონი ღირს.” <
... კითხვის გაგრძელება »
ესპანეთის ყველაზე პოპულარული გამომცემლობა იტყობინება, რომ
რამდენიმე საათის უკან მოლაპარაკებები მადრიდის რეალსა და ბენფიკას შორის
დიდი პროგრესით დასრულდა.
შესაძლოა დღესვე გაფორმდეს შეთანხმება და პორტუგალიის ნაკრების ახალგაზრდა მარცხენა მცველი სამეფო კლუბის მოთამაშე გახდეს.
აქამდე ბენფიკას ხელმძღვანელობა ამბობდა, რომ ისინი კოენტრაოს 30
მილიონზე ნაკლებად არ გაუშვებდნენ, თუმცა ახლა, როგორც Marca იტყობინება
ბლანკოსმა ამ თანხის 22 მილიონამდე დაწევა შესძლო.
ამ ტრანსფერში დიდი როლი ითამაშა თავად ფეხბურთელის სურვილმა, ვინაიდან ბაიერნთან მოლაპარაკების დროს ბენფიკა კ
... კითხვის გაგრძელება »
მოგეხსენებათ, „მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, 36 წლის
პოლ სქოულზმა ფეხბურთის თამაშს თავი დაანება, უეინ რუნიმ კი თქვა, მისი
ბადალი ფეხბურთელის მხარდამხარ ცხოვრებაში არ მითამაშიაო.
სქოულზი მოკრძალებულ კაცად არის ცნობილი, კამერების წინაშე გამოჩენას
ყოველთვის ერიდება, ასეთი ბუნების ადამიანისთვის კი ის დღე, როდესაც მან
ფეხბურთიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა, მეტად უხერხული და შემაწუხებელი
იქნებოდა. 17 წლიანი კარიერის დასრულების შემდეგ (ამ ხნის განმავლობაში ის
ათჯერ გახდა პრემიერლიგის ჩემპიონი და ორჯერ ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა)
მას სამწვრთნელო საქმეზე მოუწევს ყურადღე
... კითხვის გაგრძელება »
56 წლის ინგლისელი მწვრთნელი, სემ ელერდაისი ახალი ამოცანის
წინაშე დგას – „ვესტ ჰემი" პრემიერლიგაში უნდა დააბრუნოს. „დიდი სემი"
დარწმუნებულია, რომ ამას მანამდე შეძლებს, სანამ „ჩაქუჩებს" ახალ ბინაში,
„ოლიმპიურ სტადიონზე" გადასახლების დრო მოუვათ. ამრიგად, „ვესტ ჰემის"
პატრონებსა და „ნიუკასლისა" და „ბლექბერნის" ყოფილ თავკაცს შორის ყველაფერი
გარკვეულია. ელერდაისი ახალ გუნდში ორ წელიწადს დაჰყოფს. ამ ხნის
განმავლობაში ის ხელფასად 3 მილიონ ფუნტს მიიღებს. ამის გარდა
გათვალისწინებულია დიდძალი პრემიაც.
„ვესტ ჰემის" ახალმა თავკაცმა, რომელიც ამჟამად ესპანეთში ისვენებს,
შემოთვ
... კითხვის გაგრძელება »
ცივი ომი ინგლისის ნაკრების ცენტრალურ მცველ რიო ფერდინანდსა და
იტალიელ მწვრთნელ ფაბიო კაპელოს შორის დამთავრდა. თავკაცმა და 32 წლის
ვეტერანმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. კონფლიქტის მიზეზი გეხსომებათ:
კაპელომ ფერდინანდს კაპიტნობა ჩამოართვა, რათა ის ჯონ ტერისთვის
დაებრუნებინა. თან, ეს ამბავი მეტად უხერხულად მოხდა – ფერდინანდი იმხანად
დაშავებული იყო, კაპელომ კი არც დაურეკა – ფეხბურთელმა სამკლავურის
ჩამორთმევის ამბავი გაზეთებიდან შეიტყო.
მწვრთნელსა და ფეხბურთელს ურთიერთობის გარკვევა ამ ამბიდან მალევე
შეეძლოთ, როდესაც ერთ-ერთ თამაშზე, „ოლდ ტრეფორდის" ლოჟაში, თითქმის
გვერდიგვ
... კითხვის გაგრძელება »