ამჟამინდელმა მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა ემანუელ
ადებაიორმა განაცხადა, რომ როდესაც იგი გახდება 31 წლის, ის თავის
საფეხბურთო კარიერის დაასრულებს.
"უახლოეს მომავალში კარიერის
დამთავრებას ვგეგმავ. სავარაუდოდ 31 წლის ასაკში დავასრულებ ჩემს
საფეხბურთო კარიერას. ხოლო შემდგომში მე ვაპირებ აფრიკაში დაბრუნებას და
შვილებისადმი მეტი ყურადღების გამოჩენას."
"რაც შეეხება იმ პერიოდს
როდესაც მე "არსენალში" ვთამაშობდი, ამასთან დაკავშირებით მხოლოდ კარგის
თქმა შემიძლია. მე "არსენალთან" ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს.
იძულებული ვიყავი დამეტოვებინა "არსენალი" რადგან როგორც ფეხბურთელს
მესაჭიროებოდა მეტი ინდივიდუალური პრაქტიკი
... კითხვის გაგრძელება »
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველს, მესუთ ოზილს ძალიან სურს მომავალ სეზონში კუნ აგუეროს "თეთრ" მაისურში ხილვა.
გერმანიის ერთ-ერთ
ტელეარხთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მომავალ სეზონში გუნდის "10"
ნომრიანი მაისური სერხიო აგუერომ უნდა მოირგოს. ახლა ეს ნომერი ლასანა
დიარას ეკუთვნის, თუმცა მისი გუნდში დარჩენის შანსი ძალიან მცირეა. მაგრამ
მიუხედავად იმისა, დარჩება თუ არა დიარა გუნდში, "10" ნომრიან მაისურს
მომავალი წლიდან მაინც სხვა გვარი ეწერება, რადგან გუნდში დარჩენის
შემთხვევაში ლასანას "6" ნომრიანი მაისური გადაეცემა.
ახლა
ათნომრიანი მაისურის მორგების მთავარი კანდიდატი სწო
... კითხვის გაგრძელება »
"შალკეს" ხელმძღვანელობა
უკვე სერიოზულად დაფიქრდა 41 წლის მეკარის გადმობირებაზე, რომელმაც
კარიერა 1 წლის წინ დაასრულა, მაგრამ "არსენალის" ხელმძღვანელობის თხოვნით
ცოტა ხნით ისევ დაუბრუნდა ფეხბურთს. "შალკემ" უკვე შეიძინა მეკარე, რომელიც
ნოიერის შემცვლელი და "შალკეს" კარის ნომერ პირველი დარაჯი უნდა ყოფილიყო,
მაგრამ თუ "შალკე" ლემანს შეიძენს შესაძლებელია, რომ სწორედ იენს ლემანი
... კითხვის გაგრძელება »
მადრიდის "რეალმა"
თანაქალაქელი "ატლეტიკოს" შემტევის სერხიო აგუეროს შეძენა სერიოზულად
მოისურვა და არგენტინელის ხელში ჩაგდებას ამ ზაფხულშივე გეგმავს. <
... კითხვის გაგრძელება »
ტურინის "იუვენტუსის"
კარის დარაჯმა ჯანლუიჯი ბუფონმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ იტალიაში
აგორებულ საბუკმეიკერო სკანდალში "სკუადრა აძურას" ექს-ფორვარდის ჯუზეპე
სინიორის და სხვა ეჭვმიტანილების მიმართ ნაჩქარევი დასკვნების
გამოტანისგან, თავი შეიკავონ.
"მანჩესტერ იუნაიტედის"
ნახევარცველმა რაიან გიგზმა შესაძლოა პროფესიონალური კარიერა დაასრულოს,
ამის მიზეზი გიგზის სექსუალურ სკანდალში მხილებაა. შეგახსენებთ, რომ
,,მანჩესტერის" ლეგენდა რაინ გიგზი თავის მეუღლეს მოდელ იმოგენ ტომასთან
ღალატობდა. მაგრამ ეს კიდევ არაფერია ცოტა ხნის წინ გამოაშკარავდა, რომ
გიგზი და თავისი უმცროსი ძმის როდრის ცოლი 8 წელია საყვარლები იყვნენ. ამ
სკანდელებმა შესაძლოა სერ რაიანს ფეხბურთიდან წასვლა გაადააწყვეტინოს.
ტურინის ,,იუვენტუსი"
რომელსაც რამდენიმე წლიანი ჩავარდნა ჰქონდა აქტიურად იწყებს გუნდის
გაძლიერებას. "ბებერი ქალბატონის” ხელმძღვანელობა აქცენტს გუნდში
ადაპტირებულ ფეხბურთელებზე აკეთებს და გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია.
უკვე ცნობილია, რომ "კალიარის” 26 წლის ფორვარდი ალესანდრო მატრი, რომელმაც
ტურინურ კლუბში 6 თვე გაატარა არენდის წესით ,,იუვენტუსში" რჩება. როგორც
ჩანს მატრიმ ამ 6 თვეში ხელმძღვანელობის ნდობა დაიმსახურა, ეს არც არის
გასაკვირი რადგან მატრიმ ,,იუვენტუსის" შემადგენლობაში 16 მატჩი ჩაატარა და
9
... კითხვის გაგრძელება »
მას შემდეგ, რაც
ფაბრეგასმა ,,არსენალის" მთავარი მწვრთნელის, არსენ ვენგერისგან
”ბარსელონაში” გადასვლის უფლება მიიღო. ,,არსენალის” შემტევი ნახევარმცველი
სესკ ფაბრეგასი, ორშაბათს ბარსელონაში ჩავა და კატალონიური გრანდის
ხელმძღვანელობასთან პირადი კონტრაქტის დეტალებზე ისაუბრებს. მხაარებმა
კონტრაქთან დაკავშირებით წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს. ფაბრეგასის
აგენტი დარენ დინი უკვე ბარსელონაშია და მოლაპარაკებას აწარმოებს, სულ მალე
კი, მას თავისი კლიენტიც შეუერთდება.
„მანჩესტერ იუნაიტედმა" 20 მილიონ ფუნტად „ასტონ ვილადან" ეშლი
იანგი იყიდა, რის შემდეგაც ზაფხულის სატრანსფერო დანახარჯი 55 მილიონ
ფუნტამდე გაეზარდა.
ამ მაჩვენებლით ინგლისის ჩემპიონი კონკურენტებს, ჯერჯერობით, ძალიან
უსწრებს. შეადარეთ: „ლივერპულმა" ჯორდან ჰენდერსონში 20 მილიონი ფუნტი
გადაიხადა, „არსენალის" ნასყიდობა კი სასაცილოა – „ჩარლტონ ატლეტიკის"
მცველ კარლ ჯენკინსონში მან მხოლოდ 1 მილიონი ფუნტი გაიღო. განსაკუთრებით
გასაკვირი კი ტრადიციული „ფულის ტომრების", „ჩელსის" და „მანჩესტერ სიტის"
პასიურობაა. რუსი ოლიგარქის და არაბი მენავთობეების კლ
... კითხვის გაგრძელება »
„მანჩესტერ სიტის" 30 წლის ვარსკვლავს, კოტ დ’ივუარელ ოლო
ტურეს აკრძალული პრეპარატის მიღების გამო ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია რომ
მიუსაჯეს ცნობილი ამბავია, მაგრამ წამლებით რატომ იჭყიპებოდა არ
გაინტერესებთ? თურმე, ავადმყოფურად ეშინია ღიპი არ დაედოს.
ტურეს საკუთარი წონა, უფრო კი, ალბათ, სიმსუქნისაკენ მიდრეკილება
იმდენად აწუხებს, რომ ცოლის მეგობრის რჩევას მისდია და რაღაც აბების სმა
დაიწყო. სწორედ ამას მოჰყვა დოპინგის ისტორიაც – ერთ-ერთი თამაშის შემდეგ,
ლაბორატორიული ანალიზის შედეგად, გაირკვა, რომ ნივთიერება, რომელიც ამ
აბებში შედიოდა, სპორტსმენთათვის აკრძალული იყო.
ინგლისურმა პრესამ გამოქექა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის" 37
წლის ვარსკვლავი, რაიან გიგზი, რომელსაც საკუთარი ძმის, როდრის ცოლ
ნატაშასთან რომანი ჰქონდა, მდგომარეობიდან გამოძვრომას ფულით ცდილობს.
რაიანს როდრისთვის შეუთვლია, თუ ამ ისტორიის მეტ დეტალებს აღარ
გამოამზეურებ 250 ათას ფუნტს მოგცემო. შეგახსენებთ, რომ ნატაშა, რომელიც
უმცროსმა გიგზმა ცოლად დაახლოებით ერთი წლის წინ მოიყვანა, თუმცა მანამდე
მასთან ვაჟი ჰყავდა, რვა წლის განმავლობაში „იუნაიტედის" ვარსკვლავის
საყვარელი იყო.
რაიან გიგზი, რომელსაც მეუღლე და ორი შვილი ჰყავს, ბოლო დრომდე სანიმუშო
მეოჯახედ იყო ცნობილი, მაგრამ
... კითხვის გაგრძელება »
დი სტეფანომ მოურინიო დადებითად დაახასიათა და რეალი მომავალზე ისაუბრა
თარიღი: ივნისი 10, 2011
”რეალის” ლეგენდა დი სტეფანომ გამოთქვა თავისი აზრი
”ბლანკოსის” დამრიგებელ ჟოზე მოურინიოზე. მან შეუქო უდიდესი შრომა
პორტუგალიელ დამრიგებელს, რომელიც ესპანულ კლუბში ჩადო და წარმატებები
უსურვა.
”მოურინიომ ჩადო დიდი შრომა გუნდში. მან ერთ წელიწადში ”რეალი” ფეხზე
დააყენა” -აცხადებს დი სტეფანო Onda Cera- თან მიცემულ ინტერვიუში.
”პორტუგალიელს სურს-გუნდს მოაგებინოს ბევრი ტიტულები. ის მუდამ იცავს
გუნდის და ცალკეული ფეხბურთელიბის ინტერესებს. არ შემეძლო, რომ ეს არ
აღმენიშნა”
ვარშავაში ამხანაგური მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს
პოლონეთისა და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა სტუმართა
მინიმალური ანგარიშით გამარჯვებით დასრულდა.
ჯორდან ჰენდერსონმა 8 წლის ასაკშივე იცოდა, რომ დიდობაში
პრემიერლიგის ვარსკვლავი გახდებოდა. დღეს, 20 წლის ნახევარმცველი
„ლივერპულის" წევრია.
მასში მერსისაიდელებმა „სანდერლენდს" 20 მილიონი ფუნტი გადაუხადეს და
ხელფასად კვირაში 60 ათასი დაუნიშნეს. სხვა სიტყვებით, „ენფილდ როუდის"
ლეგენდა, კენი დალგლიში მას თავისი დიდი რეორგანიზაციისა თუ „რევოლუციის"
საკვანძო წევრად აღიქვამს.
არადა, სანდერლენდში დაბადებული ბიჭუნა სულ ორი წელიწადია, რაც
ასპარეზზე გამოჩნდა. ინგლისის ამ რეგიონში, რომელსაც უიერსაიდი ჰქვია,
ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მათი კუთხის შვილი ასე უცბათ აიჭრებოდა ცის
კაბადონზე. ვერავინო რომ ვამბობთ, ამ სიტყვას პირდაპირი
... კითხვის გაგრძელება »
The Guardian იტყობინება, რომ "ლივერპულმა” არსენალს წინადადებით მიმართა, სადაც გაელ კლიშის შეძენას ითხოვს.
ფრანგ ფეხბურთელს ლონდონურ გუნდთან შემდეგ სეზონში უმთავრდება კონტრაქტი
და ჯერჯერობით კლიშიმ არ ისურვა მისი გახანგრძლივება. მერსისაიდელებმა
უმალვე ისარგებლეს ამ სიტუაციით და ზემოთთქმული გამოცემის თქმით, 5 მლნ
ფუნტი სტერლინგი შესთავაზეს "არსენასლს” ფეხბურთელის სანაცვლოდ.
გასულ სეზონში "ლივერპულს” სერიოზული პრობლემები ჰქონდა დაცვის მარცხენა
ფლანგზე, სადაც ხან გლენ ჯონსონი თამაშობდა, ხან 17 წლის ჯეიკ რობინსონი.
"წითლებს” იჯარის წესით განათხოვებული ემილიანო ინსუა და პოლ კოჩესკი
დაუბრუნდნენ, თუმცა
... კითხვის გაგრძელება »