8.49.59 ამაყი ჰარი | |
ამაყი ჰარი
"ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა "არსენალთან” (3:3) ინგლისის პრემიერლიგის 28-ე ტურის გადატანილ მატჩზე ისაუბრა: "ეს ბრწყინვალე და სანახაობრივი მატჩი იყო. ორივე გუნდი გამარჯვებისთვის იბრძოდა, და ნებისმეირი, ვინც ეს თამაში ნახა მისგან სიამოვნებას მიიღებდა. მას შემდეგ, რაც ანგარიში გავათანაბრეთ, მატჩის ბოლოს გამარჯვების
მოპოვების შესანიშნავი შანსი გვქონდა. მათმა მეკარემ რამდენიმე სეივი
განახორციელა, წინააღმდეგ შემთხვევაში იოლ გამარჯვებას მივაღწევდით. ის, რომ ანგარიშის გათანაბრება 1:3-ის შემდეგ მოვახერხეთ, ჩვენს ფეხბურთელებსა და "ტოტენჰემის” ხასიათზე ბევრს ამბობს.ფეხბურთელებისგან იმაზე მეტს ვერ მოვითხოვდი, ვიდრე მათ დღეს აჩვენეს. მე მათით ვამაყობ”. ჟერარ ულიე საავადმყოფოშია "ასტონ ვილას” მთავარმა მწვრთნელმა ჟერარ ულიემ გუშინ საღამოს თავი ცუდად იგრძნო და საავადმყოფოში იმყოფება. ფრანგი სპეციალისტი საავადმყოფოში მანამდე დარჩება, სანამ მისი ჯანმრთელობა გაუმჯობესდება, მაგრამ თავად მწვრთნელი იმედოვნებს, რომ ეს უახლოეს ხანში მოხდება. შეგახსენებთ, რომ ულიემ 2001 წელს გულზე რთული ოპერაცია გადაიტანა, შემდეგ კი ავადმყოფობისგან სრულად გამოჯანმრთელდა. შემდეგ მატჩს მისი გუნდი შაბათს "სტოკ სიტისთან” გამართავს. იქნება თუ არა ულიე თამაშის დღეს სამწვრთნელო სკამზე, ჯერ-ჯერობით უცნობია. | |
|
| |
| სულ კომენტარები: 0 | |
