მთავარი » 2011 » ივნისი » 17 » ბალაკისათვის სანაკრებო კარიერა დასრულდა
9.31.02
ბალაკისათვის სანაკრებო კარიერა დასრულდა

ბალაკისათვის სანაკრებო კარიერა დასრულდა

კატეგორია: ---

34 წლის გერმანელმა ნახევარმცველმა მიხაელ ბალაკმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. აღნიშნულ განცხადებას გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოხიმ ლიოვი აკეთებს.

,,ბოლო დროს გერმანიის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში არაერთი პერსპექტიული და ნიიერი ახალგაზრდა გამოჩნდა. ბალაკთან რამდენიმე სატელეფონო საუბრის შემდეგ მივედი იმ დასკვნამდე, რომ ბალაკისთვის უმჯობესი იქნება თუ კარიერას დაასრულებს. ეს გადაწყვეტილება ბალაკისა და გერმანიის ნაკრების სასიკეთოდ მივიღე. იმედია მიხაელი გამიგებს. ბალაკის კარიერის დასრულებით გერმანიის ნაკრებში სრულდება ბალაკის ეპოქა. როგორც კაპიტანი, ბალაკი ყოველთვის მზად იყო, ნაკრების გვერდით დამდგარიყო და დახმარებოდა ეროვნულ გუნდს."-განაცხადა ლიოვმა.

მიხაელ ბალაკი გერმანიის ნაკრებში 1999-2010 წლებში გამოდიოდა. ამ ხნის განმავლობაში, ეროვნული გუნდის მაისურით ჩაატარა 98 მატჩი და გაიტანა 42 გოლი.
ნანახია: 1058 | დაამატა: cotne_rati | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
dth="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
Name *: Email:
Code *: