12.30.55 ბარსა: დიდი პრობლემები დაცვაში | |
ბარსა: დიდი პრობლემები დაცვაში
მორიგი, რიგით მესამე ელ კლასიკოს გამართვამდე ჩნდება ერთი კითხვა – ვინ უნდა ითამაშოს კატალონიელთა დაცვის მარცხენა ფლანგზე ? ერიკ აბიდალის თამაში გამორიცხულია, ის 100%-ით ვერ ითამაშებს ამ სეზონში. იყო ადრიანო, რომელმაც ტრავმა მიიღო ესპანეთის თასის ფინალში და ახლა დაახლოებით ერთი თვე ის ვერ დაეხმარება კლუბს. დარჩა კიდევ ერთი ბრაზილიელი – მაქსველი, მაგრამ მასაც პრობლემები აქვს. კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება რომ ფეხბურთელს საზარდულის კუნთის დაჭიმულობა აქვს. არის ასევე ცენტრალური მცველი – გაბი მილიტო, რომელსაც ასევე ტრავმა აქვს. პეპ გუარდიოლას ერთი ვარიანტი დარჩა – პიკეს რომელიმე საყრდენი შეუწყვილოს, მარცხენა ფლანგზე კი პუიოლი დააყენოს (რომლის თამაშიც ასევე კითხვის ნიშნის ქვეშაა), თუ პუიოლი არა, მაშინ მარცხენა ფლანგი სეიდუ კეიტამ უნდა დაიკავოს. | |
|
| |
| სულ კომენტარები: 0 | |
