მთავარი » 2011 ივნისი 6 » ბენდტნერი არსენალიდან მიდის?
5.34.23 ბენდტნერი არსენალიდან მიდის? | |
ბენდტნერი არსენალიდან მიდის?კატეგორია: ინტერვიუ, ბოლო ტური, ტრანსფერებ ![]() მიუნხენის ,,ბაიერნის"
და ,,ჰამბურგის" შემდეგ ნიკლას ბენდტნერის მიმართ დაინტერესება ესპანურმა
სევილიამაც გამოხატა. დალაქების აწ უკვე ყოფილი წამყვანი ფორვარდი,
ბრაზილიელი ლუის ფაბიანო მშობლიურ ,,სან პაულოს" დაუბრუნდა და შესაბამისად
ესპანელები მისი შემცვლელის ძიებაში არიან. მათ თავალი ბენდტნერს დაადგეს
და მზად არიან მის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადონ, რომელიც
,,არსენალიდან" წასვლას გეგმავს.
"პირობას ვდებ, რომ ასეთი ცუდი სეზონი მეტჯერ აღარ მექნება. სრულიად დარწმუნებული ვარ , რომ "არსენალი” უნდა დავტოვო. ამ საკითხთან დაკავშირებით ხშირად ვფიქრობდი და საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე. დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერ სხვა კლუბში უკეთ ვიქნები, ვიდრე "არსენალში". არ გამოვრიცხავ მშობლიურ დანიაში დაბრუნებას. ჩემი ოცნება კოპენჰაგენში თამაშია. თუ დანიაში დავბრუნდები, აუცილებლად ლომების შემადგენლობაში ვითამაშებ."-განაცხადა ბენდტნერმა. ნიკლას ბენდტნერს გასულ გათამაშებაში ფაქტობრივად ძირითადში თამაში არ მოწევია, იგი სათადარიგო ფეხბურთელად იქცა. მან 17 მატჩი ჩაატარა (3 ძირითადში), გაიტანა 2 გოლი და გააკეთა 2 საგოლე გადაცემა. ბენდტნერს "არსენალთან” კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს, სავარაუდოდ იგი ,,არსენალს" დროზე ადრე დატოვებს. | |
|
| |
| სულ კომენტარები: 0 | |

