მთავარი » 2011 » ივნისი » 7 » დაღლა რა მოსატანია
6.58.29
დაღლა რა მოსატანია

დაღლა რა მოსატანია

თარიღი: ივნისი 7,
eb029414c924fb9fd3b58a3705afa627

ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრების თავკაცმა სტიუარტ პირსმა სასტიკად გააკრიტიკა „დიდი" ნაკრების მწვრთნელი ფაბიო კაპელოცა და მისი ფეხბურთელებიც, რომელთაც შაბათს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში შვეიცარიასთან 2:2 ითამაშეს. ყველაზე მეტად პირსი იმან გააღიზიანა, რომ კაპელომ ცუდი შედეგი მოთამაშეთა დაღლილობას დააბრალა. 49 წლის სპეციალისტმა თქვა:

„მე ბრაიან კლაფის სკოლა მაქვს გამოვლილი. ამ სწავლების მთავარი იდეა ასეთი გახლავთ: „ჩვენ ყოველთვის მეტოქეზე დასვენებულები ვართ", და არ ყოფილა შემთხვევა, კლაფის პრინციპს შედეგი რომ არ მოეტანა. სხვა სიტყვებით, საქმე მარტივადაა: თუ შენ მენტალურად საღად ხარ, სხეულს რასაც გინდა იმას უზამ, როგორც გინდა ისე დატვირთავ. ამიტომაც, დაღლილობაზე ლაპარაკი ისეთი რამ არის, რასაც მე გასამართლებელ საბუთად არც ერთი მწვრთნელისგან არ მივიღებ".

ბარემ, აქვე შეგახსენებთ, რა თქვა კაპელომ. მორიგი ქულების დაკარგვის შემდეგ ასე განაცხადა:

„ჩვენ მაღალი დონის გუნდი გვყავს, მაგრამ სერიოზული პრობლემა გვაქვს. ეს ენერგიის ნაკლებობაა. მარტო მე არ ვამბობ, რომ ეს ფეხბურთელები ძალიან დაღლილები არიან. ყველანი კარგად ხედავდით, რაც ხდებოდა მოედანზე. ჯეკ უილშირი ბოლო 10 წუთის განმავლობაში გაძლებაზე იყო".

ნანახია: 593 | დაამატა: cotne_rati | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
dth="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
Name *: Email:
Code *: