12.43.44 იკერი და დრო… | |
იკერი და დრო…
იგი საბედისწერო დღეს დაიბადა. დაიბადა ოქროს ხელთათმანებითა და უნიკალური თვისებების მთელი არსენალით, რომლებიც ყოველთვის თავის შედეგს გამოიღებენ ხოლმე საჭირო მომენტში. იკერ კასილასი 30 წლის წინ, 20 მაისს მოევლინა ქვეყანას. ეს დღეს ისტორიულად მადრიდელთა დღეა. დაიბადა დღეს, როცა "სამეფო კლუბმა” დიდხანს ნანატრი მეშვიდე ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგო. მაშინ დაიბადა, დღეს უკვე მადრიდის "რეალის” ცოცხალ ლეგენდად წოდებული გოლკიპერი. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ამ ბიჭს უკვე 30 წელი შეუსრულდა… მის ხელებს მსოფლიოში ბადალი არ ჰყავს. ამ ხელებით მან ყველა შესაძლო ბურთი მოიგერია და ყველა შესაძლო თასი აღმართა თავს ზემოთ. 16 წლის ბიჭის ოცნება მაშინ ახდა, როცა იგი პირველ გუნდში გამოიძახეს. დღეს იგი "რეალისა” და ეროვნული ნაკრების კაპიტანია. ნაკრებისა, რომლის შემადგენლობაშიც ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. კასილასმა უამრავ წარმატებას მიაღწია, თუმცა არ შეცვლილა შინაგანად. იგი კვლავ რჩება მადრიდისტა, ესპანელი და უბრალოდ უნიკალურ ადამიანად. თითქოს ეს მოხდა გუშინ, როცა სულ პატარა იკერი Juvenil A-ში ასპარეზობდა და პირველ გუნდში გამოიძახეს, ნორვეგიაში გასამგზავრებლად. ეს იყო 1997 წლის 27 ნოემბერს. 16 წლის კასილასი, რომელიც ვარჯიშებზე მეტროთი დადიოდა, უეცრად აღმოჩნდა მარტოდ-მარტო თვითმფრინავში ისეთი ფეხბურთელების გვერდით, რომელთა სტიკერებსაც აგროვებდა კოლექციისთვის. ორი წლის შემდეგ კი, "სან მამესზე” გავიდა, როგორც გუნდის პირველი მეკარე. სწორედ იქ დაიწყო ლამაზი ლეგენდა, რომელიც ლამაზ ზღაპარს ჰგავს. იკერს ყველაფერი შეუძლია. იგი ბავშვივით ტიროდა ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, როცა ეს პირველად გააკეთა! მან ნამდვილი გმირობა გამოავლინა 2002 წელს გლაზგოში, როცა გერმანული "ბაიერი” უტევდა გამუდმებით "რეალს”. მან ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად საფეხბურთო ცას მისწვდა და თავისი ხელებით კვლავ აგრძელებს დაუჯერებელი ბურთების მოხსნას. კასილასი ისევ აგრძელებს ტიტულების მოგებას. იკერმა მოიგერია ყველა და ყველაფერი, გარდა დროისა, რომელიც არავის არაფერს პატიობს. ის უბრალოდ მიქრის და არავის არ აბარებს ახსნა-განმარტებას. იმ 16 წლის ბიჭმა უკვე ითამაშა 572 მატჩი "რეალის” შემადგენლობაში და 199- ესპანეთის ნაკრებში. დრო, კასილასისთვის ყველაზე უხერხულ თავდამსხმელად იქცა. დროის დარტყმების მოგერიებას თვით კასილასიც კი ვერ ახერხებს! მაგრამ იკერს ეს ფაქტორი სულაც არ აღიზიანებს. მას მხოლოდ 30 წელი შეუსრულდა და იგი კვლავ მატარა ბიჭად რჩება. ეს "პატარა ბიჭი” კიდევ დიდხანს აპირებს ნაკრებისა თუ კლუბის კარის დაცვას. იუბილე კასილასმა საყვარელ ადამიანთა წრეში აღნიშნა. მას სჯერა, რომ "თავს უკეთ გრძნობს, ვიდრე სამი წლის წინ”. მაგალითად, თავის საქმეს კვლავ აგრძელებს რაული, რომელიც 34 წლისაა და კასილასის სიტყვებით, რომ ვთქვათ: "თამაშობს, როგორც ყმაწვილი”. იკერი კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ "რეალში” მეგობრული ატმოსფეროა: "მოურინიომ ჩვენ ნამდვილ ოჯახად გვაქცია. კრიშტიანუც კი ჩვენი ფლაგმანი და ორიენტირია”. ტიტულები: ლა ლიგა: 2000/01, 2002/03, 2006/07, 2007/08 | |
|
| |
| სულ კომენტარები: 0 | |
