მთავარი » 2011 მაისი 30 » ლაციოს ტრეზეგე სურს
2.07.58 ლაციოს ტრეზეგე სურს | |
ლაციოს ტრეზეგე სურს![]() რომის ,,ლაციო"
დაინტერესებული გახლავთ ფრანგი თავდამსხმელის დავიდ ტრეზეგეს შეძენით და
შესაძლოა მომდევნო სეზონში 33 წლის ფრანგი ,,ლაციოს" შემადგენლობაში
ვიხილოთ. თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე ფეხურთელის სახელს, აქამდე
"ნაპოლის” უკავშირებდნენ, მაგრამ როგორც ფრანგი შემტევის აგენტმა
განაცხადა, მისი კლიენტით სერიოზულადაა დაინტერესებული რომის "ლაციოც”. ,,დავიდის მომავალთან დაკავშირებით უამრავი ჭორი ვრცელდება. მაგრამ მე მხოლოდ იმის დადასტურება შემიძლია, რომ ტრეზეგეს შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული "ლაციო”. ,,ლაციოს" ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ ისინი დავიდში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელს ხედავენ და ამიტომ, იტალიის დედაქალაქში თამაშის წინააღმდეგი არც თავად ტრეზეგეა. ამჟამად, ჩემი კლიენტი შვებულებაშია და არ მსურს, მას დასვენებაში ხელი შევუშალო. როდესაც ტრეზეგე დაბრუნდება, მაშინ განვიხილავთ მის მომავალს”-განაცხადა ტრეზეგეს აგენტმა. | |
|
| |
| სულ კომენტარები: 0 | |

