მთავარი » 2011 » მაისი » 17 » მექსესი როსონერია
11.58.02
მექსესი როსონერია

მექსესი როსონერია

x6101-390x350

"მილანის” ახალწვეულმა ფილიპ მექსესმა აღფრთოვანება არ დამალა იტალიის ჩემპიონ გუნდზე. საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი, "რომაში” გატარებული 7 წლის შემდეგ, "როსონერიში” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

"ოფიციალურად ვაცხადებ. მე ვარ "მილანის” ფეხბურთელი შემდეგი 4 წლის განმავლობაში. მოხარული ვარ, რომ მილანში ჩამოვედი, იტალიისა და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში. ამაყი ვარ, როცა ჩემს ახალ ფორმას ვუყურებ სკუდეტოსთან ერთად”.

29 წლის მცველი დიდი ხნის განმავლობაში იყო "მილანის” სამიზნე, მაგრამ "რომამ” ფეხბურთელი მანამდე არ გაუშვა გუნდიდან, ვიდრე მას კონტრაქტი არ ამოეწურა. "როდესაც "მილანმა” შემომთავაზა ეს წინადადება- უყოყმანოდ დავთანხმდი” საუბრობს მექსესი France Football-თან.

"მე მომიწია არჩევანის გაკეთება- დავრჩენილიყავი რომში, თუ გადავსულიყავი მილანში. რომი ჩემი მეორე სახლია, თუმცა მივიღე გადაწყვეტილება, რომ კლუბი ზამთარშივე უნდა დამეტოვებინა. მხედველობაში ყველა კრიტერიუმი მივიღე. ასევე ვიცი, რომ "მილანი” ბოლო სამი წლის განმავლობაში მუდამ მაკვირდებოდა”.

"მილანი” ყველასათვის სამაგალითო გუნდია. მათ თავისი ამბიციები მეც გამიზიარეს. ეს არის კლუბი, რომელიც მუდამ გამარჯვებაზეა ორიენტირებული, როგორც მაგალითად: "ბარსელონა”, "მანჩესტერი” ან "რეალი”. იქ გამარჯვებისთვის მივდივარ. ჩემი ერთ-ერთი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა”.

ფრანგი მცველი ახალ გუნდს მომდევნო სეზონის წინ მოსამზადებელ ვარჯიშების დროს შეუერთდება- 12 ივლისს. მექსესი ამჟამად ტულუზაში იმყოფება, სადაც 3 აპრილს მიღებული ტრავმის გამო მკურნალობდა.

ნანახია: 588 | დაამატა: cotne_rati | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
dth="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
Name *: Email:
Code *: