მთავარი » 2011 » აპრილი » 24 » მეტოქეებს ბეილის ეშინიათ
8.03.31
მეტოქეებს ბეილის ეშინიათ

მეტოქეებს ბეილის ეშინიათ

der

”ტოტენჰემ ჰოთსპურის” ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა თავის უელსელ თანაგუნდელზე გარეთ ბეილზე ისაუბრა. ჰოლანდიელის სიტყვების ციტირებას TalkSport ასე ახდენს:

”ბეილმა დაიმსახურა პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშის წოდება. იგი უნიკალური ფეხბურთელი და ადამიანია. ის ძალიან სწრაფია და ჩინებულ ტექნიკას ფლობს. ბეილი უსიტყვოდ პრემიერლიგის უკანასკნელი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია. როდესაც ის მოედანზე გამოდის, ჩვენ უპირატესობა გვაქვს ხოლმე – მეტოქეებს მისი ეშინიათ”.

სტოკს წაგება აწყობს

საინტერესო დამთხვევაა: „მანჩესტერ სიტი" და „სტოკ სიტი" პრემიერლიგის კალენდრის მიხედვით ერთმანეთს 14 მაისს უნდა შეხვედროდნენ, მაგრამ ზუსტად ამ დღეს, ეს გუნდები, ერთმანეთს, ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალში, „უემბლიზე" ეთამაშებიან. გამოსავლის ძიებაში, ასოციაციამ გადაწყვიტა, პრემიერლიგის თამაში ფინალის შემდეგი სამშაბათისთვის გადაეტანა, რამაც „ტოტენჰემ ჰოთსპერი" გააბრაზა. საქმე ის არის, რომ თუ ფინალში „მანჩესტერ სიტი" გაიმარჯვებს და თასს მოიპოვებს, ევროლიგაში მოსახვედრად „სტოკს" მისი მეოთხე ადგილზე გასვლა დასჭირდება ანუ… სამშაბათის შეხვედრაში წაგება მისცემს ხელს. „სფურზი", მოგეხსენებათ, თავადაც ცხრილის ზედა ადგილებში ტრიალებს, ოთხეულისთვის იბრძვის და სულაც არ უნდა ვინმემ მის კონკურენტს სამი ქულა რომ დაუთმოს.

იანგი თავად იტყვის

„ასტონ ვილას" 25 წლის ნახევარმცველი ეშლი იანგი ამბობს, რომ მისი ბირმინგემში დარჩენა-არ დარჩენის ამბავი შემდეგ თვეში გადაწყდება. მოგეხსენებათ, იანგის შეძენა ბევრ კლუბს უნდა, რომელთაგან „რიგში პირველი" „მანჩესტერ იუნაიტედია". ცნობილია, რომ პრემიერლიგის ლიდერი სეზონის დამთავრებისთანავე აპირებს „ვილას" ფრანგ თავკაც ჟერარ ულიესთან მოლაპარაკებას.

„ჯერჯერობით კი მთლიანად „ასტონ ვილაში" გამოსვლით ვარ დაკავებული და სხვა არაფერზე ვფიქრობ" — განაცხადა იანგმა დიპლომატიურად.

უშედეგობის მიზეზი – ცუდი შემადგენლობა

”ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ მიმდინარე სეზონში კლუბის წარუმატებლობის მთავარ მიზეზად არაოპტიმალური შემადგენლობა და ლიდერების ტრავმიანობა დაასახელა.

”ამ სეზონში სრულყოფილი შემადგენლობის შეკრება ვერ მოხერხდა და სამწუხაროდ ეს შედეგიანობაზეც აისახა – ამბობს ანჩელოტი ”სქაი სპორტსთან” ინტერვიუში – წამყვანი მოთამაშეები საწყის ტურებშივე გამოგვაკლდნენ და მათ გარეშე ძალიან გაგვიჭირდა. ლამპარდის, დროგბას, ესიენისა და ტერის ტრავმებმა "ჩელსიზე” საშინლად იმოქმედა. კარგად დაბალანსებული გრძელი სათადარიგო სკამი რომ გვქონდეს, დღეს გაცილებით მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებდით”.

ფერგის მკაცრი ცოლი ჰყავს

სერ ალექს ფერგიუსონი პრემიერლიგის თერთმეტგზის ჩემპიონია, ხუთჯერ, მისი გუნდი, ფეხბურთის ასოციაციის თასს ფლობდა, ოთხჯერ ლიგის თასს, ორჯერ ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა, აწგაუქმებული თასების მფლობელთა თასიც მოუგია და წვრილმან ჯილდოებზე ხომ ლაპრაკიც ზედმეტია. თან, რაც ჩამოვთვალეთ მწვრთნელობის წლებში მოპოვებული გუნდური ტიტულები იყო, ინდივიდუალურ ჯილდოებს კი აქ აღარც ვახსენებთ. ამ ყველაფრის დასატევად კაცს შინ წესით დიდების დარბაზი უნდა ჰქონდეს მოწყობილი, მაგრამ… ვაი, რომ ლეგენდარულ შოტლანდიელ მწვრთნელს, რომელიც წლეულს, 31 დეკემბერს, 70 წლისა გახდება, მეუღლე, ქეთი არ აძლევს ამის საშუალებას. მეტიც, მის ფერგიუსონი, თურმე, მაინც და მაინც, არც 1999 წელს მიღებულ რაინდიბას, სერის ტიტულს აღუფრთოვანებია. ჟურნალ The Manager-ისთვის მიცემულ ინტერვიუში „მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა განაცხადა:

„ძველი დიდებით ტკბობას მომავალზე ფიქრი მირჩევნია. მიჯობს იმაზე დავფიქრდე, რისი მოგება შემიძლია უახლოეს მომავალში და სწორედ ამ თვისების გამო ვდგავარ ორივე ფეხით მიწაზე. საკუთარი წარმატებებით არასდროს ვყოფილვარ გატაცებული.

ჩემი მეუღლე, ქეთი, ამდენმა ჯილდოებმა და მოგებებმა დაღალა. როდესაც ელესტეირ კემპბელმა (დიდი ბრიტანეთის კომუნიკაციათა და პრემიერ მინისტრის სტრატეგიის მინისტრი, ჟურნალისტი) დაურეკა და უთხრა, რომ მე რაინდის ტიტულით მაჯილდოებენ, მან უპასუხა: ხომ არ ფიქრობთ, რომ ალექსს ისედაც ბევრი ტიტული აქვს? ჩვენთან, სახლში, ჩემი კარიერის მიმანიშნებელ წვრილმანსაც კი ვერ ნახავთ. წარმოუდგენელია. სახლში ფეხბურთის შესახებ დაწერილი წიგნიც რომ დამინახოს, მოვა და მეტყვის: ამას აქ რა უნდა?".

კომენტარები

ნანახია: 584 | დაამატა: cotne_rati | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
dth="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
Name *: Email:
Code *: