9.19.28 ორევუარ, კლოდ! +video | |
ორევუარ, კლოდ!
ცნობილმა ფრანგმა ფეხბურთელმა კლოდ მაკელელემ, ბუტსების ლურსმანზე ჩამოკიდება გადაწყვიტა. კლოდი კინშასაში(კონგო) დაიბადა, 1973 წლის 18 თებერვალს. ახალგაზრდობაშივე გადავიდა საცხოვრებლად საფრანგეთში და 19 წლის ასაკში გააფორმა ოფიციალური კონტრაქტი "ნანტისთან”. შემდეგ, მაკელელეს კარიერაში იყო: "მარსელი”, "სელტა”, "რეალი”, "ჩელსი” და "პსჟ”. მან 71 მატჩი ჩაატარა საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში. მაკელელე, ბოლო ათწლეულის ერთ-ერთ საუკეთესო საყრდენ ნახევარმცველად ითვლება. მისი კარიერის პიკი 2006 წელს იყო, როცა საფრანგეთის ნაკრებთან ერთად, გერმანიის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ასევე, იგი გახდა საფრანგეთის, ესპანეთის(ორჯერ), ინგლისის (ორჯერ) ჩემპიონი, მოიგო ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი. უკვე ცნობილია, რომ მაკელელე სკაუტად იმუშავებს "პსჟ” -ში. | |
|
| |
| სულ კომენტარები: 1 | |
|
| |
