მთავარი » 2011 ივნისი 17 » ფორლანი : დე ხეა კარგი ფეხბურთელი გახდება
9.26.18 ფორლანი : დე ხეა კარგი ფეხბურთელი გახდება | |
ფორლანი : დე ხეა კარგი ფეხბურთელი გახდებაკატეგორია: ტრანსფერები, ინგლისი, მანჩესტერ იუნაიტე�, ესპანეთი, ატლეტიკო ![]() ესპანეთის პრიმერა
დივიზიონის კლუბის მადრიდის ატლეტიკოს თავდამსხმელმა დიეგო ფორლანმა შეაქო
მისი გუნდის აწ უკვე მყოფილი მეკარე დავიდ ანდრეს დე ხეა რომელიც
ოფიციალურად უკვე ითვლება ინგლისის სამეფო კლუბის მანჩესტერ იუნაიტედის
მეკარედ (ფეხბურთელად).ურუგვაელი უძლიერესი თავდამსხმელი დიეგო ფორლანი კი
ფიქრობს რომ დავიდ დე ხეა გახდება მანჩესტერ იუნაიტედის ერთ–ერთი წამყვანი
ფეხბურთელი როგორიც ფეხბურთიდან წასული მეკარე ედვინ ვან დერ სარი იყო
მანჩესტერისათვის.
დიეგო ფორლანი ამბობს : " დავიდ დე ხეა არის უსიტყვოდ ნიჭიერი. ის ძალიან კარგი მეკარეა , დე ხეა ატლეტიკოს ყოველ წუთში სჭირდებოდა ის იყო უძლიერესი ფეხბურთელი ჩვენი გუნდისათვის და როგორც ატლეტიკო მადრიდს ის ასევე მანჩესტერ იუნაიტედსაც გამოადგება და მისი ერთ–ერთი წამყვანი ფეხბურთელი იქნება რისიც მე მჯერავს , მას მთელი გულით წარმატებებს ვუსურვებ ინგლისში იმიტომ რომ იყო დრო და ის ჩვენ კარს უბადლოდ დარაჯობდა " – თქვა ურუგვაელმა თავდამსხმელმა დიეგო ფორლანმა BBC Sport- თან ინტერვიუში. " მართალია ის გადავიდა მსოფლიოს ერთ–ერთ საუკეთესო კლუბ მანჩესტერ იუნაიტედში მაგრამ მთავარი ის არის რომ მალევე დაძლიოს კომპლექსი რომელიც ყოველ ახლაგადასულ ფეხბურთელს აქვს ახალ გუნდში.გარდა ამისა იმედი მაქვს რომ დე ხეა ადაპტაციასაც მალე გაივლის ეს უკვე ისეთი ნიჭიერი ფეხბურთელისთვის როგორიც ისაა არც ისე რთული უნდა აღმოჩნდეს.მართალია ის ერთ–ერთი საუკეთესო მეკარეა მაგრამ მას აკლია ძალიან დიდი გამოცდილება მან ჩაატარა მხოლოდ ერთი სეზონი ფეხბურთში რაც არც ისე დიდი გამოცდილების მომტანია.რაც მას აკლია ის მიიღებს ინგლისში " – ამბობს დიეგო ფორლანი. " მიუხედავად ნიჭისა რთული სათქმელია ის თუ როგორ გაივლის ადაპტაციას ის მანჩესტერ იუნაიტედში.როცა მე გადავედი მანჩესტერ იუნაიტედში 22 წლის ვიყავი და საოჯახო საქმეებს ვაგვარებდი , თითქმის ვერ ვხვდებოდი მანჩესტერის მთავარ შემადგენლობაში. დე ხეა კი ჩემზე ახალგაზრდა გადავიდა მანჩესტერში , ის ბავშვობიდანვე მადრიდში იზრდებოდა და გარდა ამისა მან ესპანურის გარდა სხვა ენა არ იცის. როდესაც ის ინგლისში წავა თან წაიყოლებს მის ოჯახს და "საცოლეს " – ".– დაასრულა დიეგო ფორლანმა. | |
|
| |
| სულ კომენტარები: 0 | |

