1.33.38 რაულის “მაკტუბი” | |
რაულის "მაკტუბი”
ეს იყო შაბათს, 1994 წლის 29 ოქტომბერს. არაგონული ტრადიციული დღესასწაულის "ლას ფიესტა დელ პილარ”-ის შემდეგ 2 კვირა იყო გასული და სარაგოსაში კვლავ დაძაბულობა იგრძნობოდა. ქალაქმა გაცნობიერა, რომ ვიქტორ ფერნანდესის შექმნილი უდიდესი გუნდი განუმეორებელი იყო. გულშემატკივებს ჯერ კიდევ ახსოვდათ "კოპა დელ რეის” მოგების გემო, რამდენიმე თვით ადრე ისინი ყოველ მატჩში ხედავდნენ გუსტავო პოიეტს, ესნაიდერს, იგერს. რათქმაუნდა მაშინ არავინ ოცნებობდა, რომ ეს გუნდი ევროთასის ფინალში არსენალს დაამარცხებდა ბოლო დამატებით წუთზე. ნაიმიც კი, -რომელიც ვარჯიშების შემდეგ ხშირად რჩებოდა მოედანზე და ცენტრიდან დარტყმას ამუშავებდა- ვერ ხსნის რატომ გააკეთა ეს. ეს ბედია, – იტყვის ვიღაც. არაბები, სეუტი ნაიმს, როგორც თანამემამულეს, უწოდებენ <<მაკტუბ>>(არაბული სიტყვაა და ქართულად დაახლოებით ასეთი თარგმანი აქვს- ასეთი იყო მისი ბედისწერა). ადამიანს სჯერა, რომ იგი სცენარისტია, შესაბამისად ამ თეორიიდან გამომდინარეობს- მხოლოდ ის მსახიობი ასრულებს ლიბრეტოს, რომელმაც საერთოდ არ იცის ამის მნიშვნელობა. მაგრამ მოდით ერთი წუთით მაინც მივიღოთ ეს თეორია. მაშინ ნაიმის <<მაკტუბმა>> განსაზღვრა, რომ ფეხბურთელმა ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო და კარიდან გამოსულ მეკარე სიმენს თავზე გადაუგდო, ბურთმა თითქოს პარიზის ცას აკოცა და შემდეგ კარის ბადეში გაეხვა, ამ მაქტმა მილიონობით არაგონელი გულშემატკივარი გაახარა. 1994 წლის შემოდგომაზე არავინ იცოდა, რომ ასეთი რამის მოხდენა იყო შესაძლებელი. ასევე არ იცოდა ახალგაზრდა ფეხბურთელმაც, რომელიც "რომარედზე” სადებიუტო მატჩში შესასვლელად ემზადებოდა, რომ მას წინ ძალიან გრძელი მოგზაურობა ელოდა საფეხბურთო სამყაროში. მე ვიყავი იმ 37 000 მაყურებლიდან ერთ-ერთი, რომელმაც რაულ გონსალეს ბლანკოს დებიუტი საკუთარი თვალით იხილა. მე ვიაყვი ერთ-ერთი ადამიანი იმ 37 000-დან, რომელმაც 17 წლის ბიჭის პირველი სირბილი ნახა. მას დაუშრეტელი ნებისყოფა გააჩნდა. ვიფიქრე, რომ ეს სიტუაციის ნაწილი იყო: "ის დებიუტანტია და თავის გამოჩენას ცდილობს” -ეს იყო ჩემი პირველი შეცდომა იმ ღამეს. 16 წელი, 6-ჯერ ესპანეთის ჩემპიონი, 3 ჩემპიონთა ლიგის თასი, 2 საკონტინენტთაშორისო თასი და საკმარისზე მეტი მლნ ევრო, მაგრამ რაული აგრძელებს თავისი სულის შენარჩუნებას ყოველ მატჩში, "ყოველ ბურთში”. მეორედ მაშინ შევცდი, როცა რაულმა რამოდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა, ერთი-ერთზე გასულმა მეკარე სედრუნთან. არ განმსაჯოთ მკაცრად: მოზარდი ვიყავი, ჯერ 14 წლისაც არ გახლდით, სარაგოსას შარფი მეკეთა და ხელში მზესუმზირის პაკეტი. მაგრამ ვიყავი ადამიანი, ვინც რაულის მაკტუბი იგრძნო: «სისულელეა, როცა ფეხბურთელზე არსებული მონაცემებით და სტატისტიკით განსჯიან მის მომავალს, – ასეთები იტყვიან, რომ რაულმა საშინელი მატჩი ჩაატარა. მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი პირიქით იყო. მე ვიცი, რომ რაული ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელსაც გამორჩეული ინსტიქტები გააჩნია. მისი ზოგიერთი ქმედება ჩვეულებრივი მოთამაშისგან ძალიან განსხვავებულია და ნამდვილად უდიდესი ფეხბურთელისაა. ჟურნალისტ სანტიაგო სეგუროლესთვის 90 წუთი საკმარისი აღმოჩნდა რაულის ბედის გასაშიფრად, მი კი ამ დროს მზესუმზირას შევექცეოდი უდარდელად. "რეალმა” "რომარედზე” წააგო შეხვედრა, მაგრამ მოგიო რაღაც უფრო მნიშვნელოვანი: მის გუნდში გამოჩნდა უნაკლო ფეხბურთელი, რომელიც შემდგომში მილიონობით ადამიანის კუმირი გახდა. ერთი კვირის შემდეგ მან გაიტანა ბრწყინვალე გოლი "სანტიაგო ბერნაბეუზე” "ატლეტიკოს” წინააღმდეგ და მთელი ესპანეთი გაუგებრად შესცქეროდა, თუ რაზე წერდა "ელ პაის”-ის რედაქტორი. ნიჭი, სისწრაფე, ინტუიცია, ხარისხი. ეს თვისებები რაულს 15 წლის შემდეგაც თან სდევს და სწორედ ამიტომ იყო იგი მადრიდიზმის ნიშანი-ნამდვილი სიმბოლო, სანამ 2010 წლის 25 ივლისი არ დადგა. მადრიდის "რეალის” ფასეულობების საუკეთესო დამცველთან, ფლორენტინო პერესმა კავშირი 15 წლის შემდეგ გაწყვიტა. რაულმა მადრიდს ზაფხულის ერთ დილას დაემშვიდობა. მის ირგვლივ იყვნენ ემილიო ბუტრაგენიო, ხორხე ვალდანო, მიგელ პარდესა და რამდენიმე ასეული გულშემატკივარი. საინტერესოა, რომ ეს სამი "გამცილებელი”, თავის დროზე რაულის დებიუტს დაესწრო სარაგოსაში: ვალდანო, როგორც რეალის მწვრთნელი; ბუტრაგენიო, როგორც სათადარიგოთა სკამზე მჯდომი მადრიდის ვარსკვლავი, რომელმაც რაული შეცვალა იმ მატჩში; და პარდესა, რომელიც იმ დროს სარაგოასას თავდასხმაში თამაშობდა, მაგრამ აღზრდილი იყო "ბლანკოსში”. «5 წლით ახალგაზრდა გავხდი» «რეალში, რომ დავრჩენილიყავი, კიდევ დიდხანს ვითამაშებდი», – თქვა მან. სწორედ რაულის შემდეგ იქმნება პრობლემები სამეფო გუნდის თავდასხმაში. იგი არაბეთში ან აშშ-ში კი არ წავიდა, როგორც ბევრი სხვა ფეხბურთელი იქცევა ქონების დასაგროვებლად, არამედ გელზენკირხენში-ადგილობრივი კლუბის ღირსების დასაცავად. "გალაქტიკოსის” ყოფილი "შვიდიანი” ყოველთვის იყო პატიოსანი და სამართლიანი. მან იცოდა, რომ ექნებოდა ბევრი მიწვევა ევროპული გუნდებისგან, თუმცა რომელიმე გრანდში გადასვლა, რომ "რეალის” შეურაცხყოფა იქნებოდა ესეც იდეალურად ესმოდა. პირველ რიგში მისით გერმანიაში დაინტერესდნენ. "შალკეს” მწვრთნელს ფელიქს მაგათს რაულის საკუთარ გუნდში გადმოყვანა სურდა. გაზეთები აჭრელებული იყო ესპანელი ლეგენდის სტატიებით. ის ხომ სრულიად ახალ კულტურას, ქვეყანას, სიტუაციას და ფეხბურთს უნდა შეგუებოდა. ადაპტაციისთვის დრო იყო საჭირო. თან ფელიქს მაგათის ვარჯიშებიც მოგეხსენებათ. ზოგი ამ მწვრთნელს სადამს ეძახის, ზოგი დესპოტს. "პირველად სახლში ისეთი ტკივილით მოვედი, რომ განძრევა არ შემეძლო”, – გამოტყდა თავდამსხმელი. წინა კვირას მის მიერ გატანილი თავური ძალიან წაადგა "შალკეს”. "ბაიერნის” დამარცხებამ შეიძლება კიდევ ერთი ტიტული მოუტანოს "ელ კაპიტანოს”, თუმცა ეს იქნება გერმანულ ლეგიონში მოპოვებული ტიტული. როცა ვუყურე, როგორც დარბოდა იგი საფინალო სასტვენის შემდეგ გახარებული, ეჭვი გამიჩნდა, რომ იგი რურის აუზში დაიბადა და "შალკე” მისი სიყვარულია, თვითონ კი გელზენკირხენული კლუბის "დაუღალავი მუშაკი”. ყველაფრისდა მიუხედავად მას კვლავ შეუძლია სასწაულის მოხდენა. ჩვენ კი შეგვილია ვიგრძნოთ, რომ ის ისეთივეა, როგორც 16 წლის წინ. აიტორ ლაგუნას, დონ ბალონი… | |
|
| |
| სულ კომენტარები: 0 | |
