მთავარი » 2011 » ივნისი » 16 » სანია: სესკს ბარსაში უნდა
3.24.31
სანია: სესკს ბარსაში უნდა

სანია: სესკს ბარსაში უნდა

თარიღი: ივნისი 15, 2011 
133196

”არსენალის” მარჯვენა მცველმა ბაქარი სანიამ კლუბის შიდა სამზარეულო გამოამზეურა. ფრანგმა უკანახაზელმა თქვა, რომ მათ ლიდერსა და კაპიტან სესკ ფაბრეგასს ჩემპიონთა ლიგის მომქმედ გამარჯვებულ, კატალონიის ”ბარსელონაში” სურს თამაში.

”დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ სესკ ფაბრეგასს სურს ”ბარსელონაში” გადასვლა, – ამბობს ფრანგი ფეხბურთელი – სესკის სურვილის გაგება სრულიად შესაძლებელია: მას სამშობლო ენატრება, მშობლიური კლუბი, მშობლიური ქალაქი – იქ მისი ოჯახი და მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. მაგრამ ამ მომენტისათვის ის კვლავინებურად ”არსენალის” კაპიტანი და ლიდერია.

რაც შეეხება სამირ ნასრის, ის ”არსენალში” ბედნიერია. თუმცა მე არ ვიცი, რომელი ვარიანტია მისთვის უკეთესი. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ გასულ სეზონში იგი უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ და თუ ზაფხულში ჩვენთან ერთად განაგრძობს ვარჯიშს, მხოლოდ გამიხარდება”.

ნანახია: 632 | დაამატა: cotne_rati | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
dth="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
Name *: Email:
Code *: