მთავარი » 2011 » ივნისი » 1 » უმაღლესში “დილაა”
9.53.16
უმაღლესში “დილაა”

უმაღლესში "დილაა”

131751

საქართველოში გაიმართა ფლეი-ოფის მატჩები, სადაც უმაღლეს ლიგაში გადამსვლელი გუნდების ვინაობა უნდა გარკვეულიყო: "დილამ” "სამტრედიას” მოუგო, ხოლო "სპარტაკმა” "ჩიხურა” დაამწუხრა.

გორელებმა 2:0 დაამარცხეს სამტრედიელები- ორივე გოლი დავით რაჟამაშვილის ანგარიშზეა. 45-ე წუთზე, ტანმორჩილმა ჰავბეკმა მეტოქის მეკარეს და ცენტრალურ მცველს აჯობა მეორე სართულზე ბრძოლაში, ხოლო 47-ე წუთზე დავითმა კარგად შეირგო გამოცდილი რომან ახალკაცის გადაცემა და ანგარიში ორამდე გაზარდა.

"ყველა გახარებული ვართ, რადგან ჩვენს შრომას უშედეგოდ არ ჩაუვლია. წარმატებაში წვლილი კლუბის თითოეულმა წევრმა შეიტანა- დაწყებული ფეხბურთელებიდან და დამთავრებული მომუშავე პერსონალიდან” – განაცხადა "დილას” 36 წლის თავკაცმა გორგი ცეცაძემ, რომელმაც გუნდი სამწლიანი პაუზის შემდეგ დააბრუნა უმაღლეს ლიგაში.

მეორე ფლეი-ოფის მატჩში "სპარტაკმა” დაამარცხა "ჩიხურა”, ანგარიშით 2:1 და ელიტაში შეინარჩუნა ადგილი. სპარტაკელებმა ჯერ კიდევ შესვენებამდე გაიტანეს ორი გოლი, მაგრამ მეორე ტაიმში "ჩიხურამ” მინიმუმამდე დაიყვანა ანგარიშში სხვაობა და ბოლომდე იბრძოდა. დამატებით დროში მათმა მეკარემ პენალტიც კი მოიგერია.

ადრე, უმაღლესის საგზური, პირველი ლიგის ორმა საუკეთესო გუნდმა – "გაგრამ” და "მერანიმ” გაინაღდეს. შედეგად მივიღეთ, რომ მხოლოდ "სამტრედიამ” დატოვა ელიტა, ხოლო პირველი ლიგიდან უმაღლესში , ერთდროულად სამი გუნდი გადავიდა.

შემდეგ სეზონში, საქართველოს პირველობაზე 12 გუნდი იასპარეზებს.

ნანახია: 588 | დაამატა: cotne_rati | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
dth="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
Name *: Email:
Code *: