ლონდონის ''არსენალის''
მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა დაადასტურა, რომ იგი მადრიდის
''რეალის'' ფორვარდ ქარიმ ბენზემას გადაბირებითაა დაინტერესებული. ვენგერი
თვლის, რომ ფრანგი იდიალურია თავისი გუნდისათვის, რადგან მას შეუძლია
მოედანზე ბრწყინვალედ მანევრირება და ნებისმიერ პარტნიორთან საერთო ენის
გამონახვა.
,,არა მგონია, რომ ბენზემას გადმობირება
შეუსრულებელი ამოცანა იყოს, ეს მოთამაშე მე გამორჩეულად მომწონს. იგი
ჭკვიანი ფეხბურთელია, რომელიც მოედანზე კარგი გადაადგილებებით გამოირჩევა.
ამასთან, იოლად შეუძლია სხვადასხვა სტილის პარტნიორებთან საერთო ენის
გამონახვა. ამსთანავე ბენზემას აქვს კარგი დრიბლინგი, რაც მნიშვნელოვანი
კარგი ცენტრფორვარდისათვის. მე თუ მკითხავთ ბენზემა მსოფლიოს საუკეთესო
თავდამსხმელია."-განაცხადა ვენგერმა.
ბენზემამ გასულ სეზონში მადრიდის ,,რეალის" შემადგენლობაში 48 სეხვედრა ჩაატარა და 26 გოლი გაიტანა.