მთავარი » 2011 მაისი 21 » იუმორით ფეხბურთზე
12.43.02 იუმორით ფეხბურთზე | |
იუმორით ფეხბურთზე![]() უფროსი სამსახურის შემდეგ წავა სტადიონზე ფეხბურთის საყურებლად. ახლომახლოს ტრიბუნებზე შეამჩნევს იმ თანამშრომელს, რომელიც დილით დაეთხოვა. უფროსი მიმართავს თანამშრომელს: - მომატყუეთ, აკი ბიძასთან გამოსამშვიდობებლად და დაკრძალვაზე მივდივარო? თანამშრომელი უპასუხებს: - უკვე გამოვემშვიდობეთ. დაკრძალვა თამაშის შემდეგ. ბიძაჩემი ამ შეხვედრას მსაჯობს. ![]() წარმოიდგინეთ - 22 მოთამაშე, 2 მწვრთნელი, 10 სათადარიგო მოთამაშე, 4 მსაჯი, 6 ოპერატორი, 50 ფოტჟურნალისტი, 80 000 მაყურებელი და ამ დებილმა მტრედმა მაინცდამაინც მე დამასკლინტა. ჟურნალისტი ეკითხება ესპანეთის ნაკრების მწვრთნელს: - როგორ მიაღწიეთ ასეთ შთამბეჭდავ გამარჯვებას? - ჩვენ დღეღამეში 25 საათი ვვარჯიშობთ. - როგორ, დღეღამეში ხომ მხოლოდ 24 საათია? - ჩვენ 1 საათით ადრე ვიწყებთ. ![]() მეგობრები დაპატიჟებენ გივის ფეხბურთზე. გივი უარზეა, ცოლი მომკლავსო. მეგობრები ურჩევენ: - უფრო მკაცრად უნდა მოექცე ცოლს. სახლში რომ მიხვალ უთხარი ფეხბურთზე მივდივარ და გვიან მოვალთქო. თუ შეგეწინააღმდეგა გადაკუზე, გადაუწიე კაბა და გაწკეპლე. გივი ფეხბურთზე არ მივიდა. მეორე დღეს მეგობრებმა ჰკითხეს რა მოხდაო. - რა და მივედი და როგორც თქვენ დამარიგეთ ვუთხარი ფეხბურთზე მივიდივარ და გვიან მოვალთქო. ცოლმა ისტერიკა ატეხა. გადავკუზე, გადავუწიე კაბა და გავიფიქრე ... ერთი ფეხბურთის დედაც ვატირეთქო. ოლდ ტრაფორდზე ვიპ-ლოჟაში ზის 12 წლის ბიჭუნა მშობლების გარეშე. გვერდით მჯდომი ბანკირი ეკითხება: - ასეთი ადგილის ბილეთი საიდან იშოვე? - მამამ იყიდა. - მამა სადაა ეხლა? - ზუსტად არ ვიცი, ალბათ ბილეთს ეძებს. ![]() ფეხბურთი იმდენად აახლოვებს ადამიანებს, რომ ხშირად მათი დაშორება მხოლოდ პოლიციის ძალით ხდება შესაძლებელი. - რას იზამს საქართველოს ნაკრების ფანატი, თუ საქართველოს ნაკრები ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს? - გამორთავს PlayStation-ს და წავა დასაძინებლად. პირადი ექიმი ურეკავს რომან აბრამოვიჩს და ეუბნება: - გახსოვთ თქვენი ბოლო ვიზიტის შემდეგ რომ გითხარით "სპორტით დაკავდით, მაგალითად ფეხბურთით"? - დიახ მახსოვს. - თქვენ არასწორად გამიგეთ.
| |
|
| |
| სულ კომენტარები: 1 | |
|
| |




